ადგილები თბილისში, სადაც 17-19 ივლისს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ადგილები თბილისში, სადაც 17-19 ივლისს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

17-19 ივლისს თბილისში "ღია მმართველობის პარტნიორობის" მე-5 გლობალური სამიტი გაიმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან აცნობეს, სამიტში მონაწილე სტუმრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 18-19 ივლისს 08:00-იდან 00:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოქროყანის გზიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. ჩაიკეტება სამანქანო შესასვლელი, რადგან სამიტის მიმდინარეობის გამო რესტორანი "ფუნიკულიორი“ და მიმდებარე ობიექტები გადაკეთებული იქნება სასესიო სივრცეებად. მოქალაქეებს მთაწმინდის პარკში მოხვედრა ფუნიკულიორის ტრამვაის მეშვეობით შეეძლებათ”, - ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

ასევე, შსს-ს ცნობით, 19 ივლისს 05:00 საათიდან 11:00 საათამდე ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალება რესპუბლიკის მოედანზე. ავტოტრანსპორტის მოძრაობა სამიტის დასრულებისთანავე სრულად აღდგება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი