პროგრამირების საერთაშორისო სტუდენტურ ოლიმპიადას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უმასპინძლებს

პროგრამირების საერთაშორისო სტუდენტურ ოლიმპიადას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უმასპინძლებს

პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის საქართველოს რეგიონალურ მეოთხედფინალს წელს პირველად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უმასპინძლებს. მეოთხედფინალის მიხედვით შეირჩევა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევრფინალში დაშვებული გუნდები საქართველოს რეგიონიდან. პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე მაღალ პრესტიჟულ ინტელექტუალურ შეჯიბრებად ითვლება. აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად ტრადება სისტემით „შემოდგომა-გაზაფხული“ და საკუთრივ ფინალამდე მთელ რიგი შესარჩევი ეტაპის ჩატარებას ითვალისწინებს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის გიორგი ბასილაიას განმარტებით, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი საქართველოს რეგიონისთვის 2004 წლიდან ტარდება. ქართველი სტუდენტები უმაღლეს სასწავლებელთა შორის პროგრამირების მსოფლიო ჩემპიონატებში 1999 წლიდან მონაწილეობენ, თუმცა 2004 წლამდე ჩვენი გუნდები შეჯიბრებაში ერთვებოდნენ პირდაპირ ნახევარფინალიდან. ღონისძიებაში მონაწილე გუნდების რაოდენობის ზრდამ მეოთხედფინალური ეტაპის შემოღების აუცილებლობა გამოიწვია.

„ამ ოლიმპიადების მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საშეჯიბრო ინტერესით. დღეს მსოფლიოში უწყვეტად და ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაო ადგილების გადანაწილება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში და ასეთი ოლიმპიადების შედეგები საკმაოდ ნათელ წარმოდგენას იძლევა მთელი რეგიონების ინტელექტუალური პოტენციალის შესახებ. ამიტომ, უმსხვილესი ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებიც საქმიანობს საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში, ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს ასეთ ოლიმპიადებს, რასაც შემდგომში არსებითად ითვალისწინებენ კიდეც თავიანთ საინვესტიციო პოლიტიკაში,“ - განმარტავს ღონისძიების დირექტორი თეოდორე ზარქუა.

ამ დრომდე ქართველი სტუდენტების ყველაზე დიდი მიღწევაა ბრინჯაოს მედლები უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონატზე. ამ წარმატებას მიაღწია თსუ-ს გუნდმა შემადგენლობით - ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი, ელდარ ბოგდანოვი, გიორგი ლეკვეიშვილი, მწვრთნელი - თეოდორე ზარქუა. ჯერ-ჯერობით ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელმა მოიპოვა მედლები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.

პროგრამირების საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა მასშტაბური ღონისძიება. მაგალითად, გასულ 2017 წელს 3 098 უნივერსიტეტიდან 49 935 სტუდენტი 111 ქვეყანაში იღებდა ოლიმპიადაში მონაწილეობას.

ღონისძება სათავეს 1970 წლიდან იღებს. მას შემდეგ ოლიმპიადის 320 000-ზე მეტი მონაწილე სტუდენტი დასაქმდა მსხვილ საერთაშორისო კორპორაციებში და სწორედ ეს ოლიმპიადა გახდა მათი წარმატებული კარიერის საწყისი ეტაპი.

მოცემული მომენტისთვის ცნობილია, რომ მეოთხედფინალი საქართველოს რეგიონისთვის ჩატარდება მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში, ხოლო ნახევარფინალი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ჩატარდება დეკემბრის დასაწყისში. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ჩატარების სავარაუდო პერიოდია 2019 წლის აპრილ-მაისი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი