იმიჯშეცვლილი მაკა ჩიჩუა - პირველმა ლედიმ იტალიის პრეზიდენტის ქალიშვილს უმასპინძლა

იმიჯშეცვლილი მაკა ჩიჩუა - პირველმა ლედიმ იტალიის პრეზიდენტის ქალიშვილს უმასპინძლა

საქართველოს პირველმა ლედიმ ვიზიტით მყოფი იტალიის პრეზიდენტის ქალიშვილს კლაუდია მატარელას, ბავშვთა ჰოსპისში - „ციცინათელების ქვეყანა“ უმასპინძლა.

მაკა ჩიჩუასა და კლაუდია მატარელას ჰოსპისის დირექტორმა მამუკა მახათაძემ ბიბლიოთეკა, სარეაბილიტაციო მულტისენსორული კაბინეტი და სხვა სივრცეები დაათვალიერებინა და ცენტრის სერვისების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ჰოსპისში სტუმრობის შემდეგ საქართველოს პირველმა ლედიმ კლაუდია მატარელას მეგობრულ ლანჩზე უმასპინძლა.

ჰოსპისში სტუმრობისას მაკა ჩიჩუამ ჩაცმის თავისუფალი სტილი აირჩია - პირველ ლედის სპორტული შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი თეთრ პერანგთან ჰქონდა შეხამებული.

იტალიის დელეგაციის პატივსაცემად საზეიმო ვახშამი გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ვახშამზე მაკა ჩიჩუა თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა - პირველ ლედის ყვითელი ფერის კაბა ეცვა. აღსანიშნავია, რომ გიორგი მარგველაშვილის მეუღლემ თმა დაიმოკლა და ახალი იმიჯი ძალიან უხდება.

ფოტოები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ