ბაზალეთის ტბაში შუახნის მამაკაცი დაიხრჩო

ბაზალეთის ტბაში შუახნის მამაკაცი დაიხრჩო

ბაზალეთის ტბაში 50 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ბანაობის დროს შეუძლოდ გახდა და წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა. როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ადგილზე სამართალდამცველებთან ერთად მაშველებიც იმყოფებიან. ამ დროისთვის ტბაში ცხედრის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი