იქნება თუ არა დავით სერგეენკო "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი?

იქნება თუ არა დავით სერგეენკო "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი?

ვადასტურებ იმას, რომ ამ წუთის მდგომარეობით, ჩემთან არავითარი კონსულტაცია არ მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატურასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით სერგეენკოს განმარტებით, მმართველი პარტია კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევენების თარიღამდე, ორი თვით ადრე დაასახელებს.

"ადრე, რამდენჯერმე მართლაც გაჟღერდა ჩემი სახელი და გვარი, მაგრამ გაჟღერდა ისეთ ვითარებაში, როდესაც მედიამ დამისვა კითხვა. მაშინაც და ახლაც ვადასტურებ იმას, რომ ამ წუთის მდგომარეობით ჩემთან არავითარი კონსულტაცია არ მიმდინარეობს. რაც შეეხება იმას, როდის დასახელდება საპრეზიდენტო კანდიდატი, ამის ბოლო ვადა არის არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან 2 თვე“, - განაცხადა სერგეენკომ.

კითხვაზე, შეთავაზების შემთხვევაში დათანხმდება თუ არა ამ წინადადებას, სერგეენკო ასე პასუხობს: „ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და ასე პასუხის გაცემა არ ღირს“.

"ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციებს, სავარაუდოდ, ივლისის ბოლო კვირაში გამართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

"კონსულტაციები გვექნება როგორც პოლიტსაბჭოს ფორმატში, ასევე უმრავლესობის ფორმატში. სავარაუდოდ, ეს იქნება ივლისის ბოლო კვირა. იქ უკვე, ალბათ, გაცხადდება ჩვენი პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით",- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატებს, კობახიძის თქმით, მმართველ პოლიტიკურ გუნდში "არის რამდენიმე კანდიდატი, რომელსაც უმარტივესად შეუძლია პირველ ტურში მოგება".

სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ პარლამენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გუნდში დეტალური მსჯელობაა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და უნდა დაველოდოთ კონსულტაციებს.

"ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ პოზიცია ჯერ იმასთან დაკავშირებით, როგორ წარვსდგებით საპრეზიდენტო არჩევნებში და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი კონკრეტულ კანდიდატებზე",- დასძინა კობახიძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები