რომელ ქვეყნებში და რატომ ყიდულობენ ქართველები უძრავ ქონებას

რომელ ქვეყნებში და რატომ ყიდულობენ ქართველები უძრავ ქონებას

ქართველების მხრიდან საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნა იზრდება. როგორც კომპანიის Propertyabroad საქართველოს წარმომადგენლობაში „ბიზნესპრესნიუსს" განუცხადეს, ყველაზე მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, თურქეთსა და ამერიკაზე. კომპანიაში აცხადებენ, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად ტენდენცია შეიცვალა და ბინის შეძენის მსურველები უპირატესობას არა დიდ, არამედ პატარა ქალაქებს და მცირე ზომის დასახლებულ პუნქტებს ანიჭებენ.

Propertyabroad-ის ინფორმაციით, საზღვარგარეთ უძრავი ქონებისადმი გამოთქმული და რეალურად გამოჩენილი ინტერესი ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდება - თუ თეორიულად ყველაზე მეტი ინტერესი დასავლეთ ევროპული ქვეყნების მიმართ ჩნდება (გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი), მსყიდველუნარიანობის და შეძენის პროცედურების სიმარტივის გათვალისწინებით უფრო მეტად რეალიზდება უძრავი ქონების ობიექტები შედარებით დაბალფასიან სეგმენტში (თურქეთი, საბერძნეთი და ა.შ.). მათივე პოზიციით, საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენის მსურველები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან იმ ვარიანტებით, სადაც შესაძლებელია უძრავი ქონების შეძენა იპოთეკური სესხის მიღებით. ეს მათ, ერთი მხრივ, უმცირებს პირველადი შენატანის მოცულობას, მეორე მხრივ კი გზას უხსნის ევროპული საბანკო ინსტიტუტებისკენ.

ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გაცილებით მეტი პოტენციური კლიენტი ინტერესდება არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრების ან დასვენების პირობებით, არამედ იმითაც, თუ როგორი იქნება მათთვის საინტერესო უძრავი ქონების გაქირავების პერსპექტივა და აქედან რა შემოსავალი შეიძლება მიიღოს (ეს კატეგორია დღეს უფრო მრავალრიცხოვანი გახდა). ასევე მატულობს მათი რიცხვიც, ვინც უძრავ ქონებაში დაბანდებას მხოლოდ საინვესტიციო ინსტრუმენტად განიხილავს - ყიდულობს დღეს შედარებით იაფად, რათა მომავალში უფრო ძვირად გაყიდოს და ამით ნახოს სარგებელი.

„უძრავი ქონების შეძენის მხრივ ევროპული ბაზარი რჩება მუდმივად საინტერესო მიმართულებად. თუმცა, ცალკეული ქვეყნების მიხედვით პრობლემურია უძრავი ქონების შესყიდვის თანამდევი პროცესები, რაც ხშირად დამატებით ხარჯებს და დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის აუცილებლობას უკავშირდება. ამის მიუხედავად, ბოლო პერიოდში შეინიშნება ინტერესის მატება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ (ლატვია, ჩეხეთი, ხორვატია, მონტენეგრო, პოლონეთი). განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო