გერმანია საქართველოსა და კიდევ სამ ქვეყანას უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს

გერმანია საქართველოსა და კიდევ სამ ქვეყანას უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს

გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საშუალებას იძლევა, უფრო სწრაფად დამუშავდეს შუამდგომლობები თავშესაფრის მინიჭების შესახებ საქართველოს, მაროკოს, ალჟირისა და ტუნისის მოქალაქეებისგან, - ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

საქართველო, ტუნისი, მაროკო და ალჟირი უკვე უახლოეს მომავალში შეიძლება აღიარებული იყვნენ გერმანიის მიერ უსაფრთხო ქვეყნებად, რაც დააჩქარებს ამ ქვეყნების მოქალაქეებისგან შუამდგომლობების დამუშავებას თავშესაფრის მინიჭების შესახებ. 18 ივლისს გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა დაამტიკიცა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის შს მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა მოამზადა.

დოკუმენტი ახლა უკვე განსახილველად ბუნდესტაგს გადაეცემა. მთავრობა იმედოვნებს, რომ ახალი ნორმა დააჩქარებს იმ მიგრანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დამუშავებას, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ და ამ ქვეყნებიდან საიმიგრაციო ნაკადს შეამცირებს.

დოკუმენტში, რომელიც თან სდევს კანონპროექტს, აღნიშნულია, რომ დადებითი გადაწყვეტილების წილი თავშესაფრის თხოვნაზე საქართველოს მოქალაქეებისგან შეადგენს 0.6 პროცენტს, ალჟირელებისგან - 2 %-ს, მაროკოელებისგან - 4.1 %-ს, ტუნისელებისგან 2.7 %-ს. გამოცემის ინფორმაციით, მსგავსი შუამდგომლობების რაოდენობა ამ ქვეყნების მოქალაქეებისგან კვლავინდებურად მაღალია: დაახლოებით 9 ათასი 2017 წელს და 3 ათასზე მეტი 2018 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე