პუტინი - ვინც სიტუაციის გამწვავებაზე თამაშობს, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ს ორბიტაში ჩართვით, ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე უნდა იფიქროს

პუტინი - ვინც სიტუაციის გამწვავებაზე თამაშობს, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ს ორბიტაში ჩართვით, ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე უნდა იფიქროს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იმ პოლიტიკოსებს, ვინც საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ჩართვას ცდილობენ, მოუწოდა ამ გადაწყვეტილების შედეგებზე დაფიქრდნენ. ამის შესახებ პუტინმა რუსეთის ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ამგვარ აგრესიულ ნაბიჯებზე, რომლებიც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენენ რუსეთისთვის, ჩვენ თანაზომიერი რეაგირება გვექნება. ჩვენმა კოლეგებმა, რომლებიც სიტუაციის გამწვავებაზე თამაშობენ, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ს ორბიტაში ჩართვით, უნდა იფიქრონ ამგვარი უპასუხისმგებლო პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისივე თქმით, ევროპის უსაფრთხოების საფუძველი თანამშრომლობისა და ნდობის განვითარებაშია.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?