სად აბარებენ ინოვატორი, მაღალრეიტინგული აბიტურიენტები

სად აბარებენ ინოვატორი, მაღალრეიტინგული აბიტურიენტები

ლუკა ყვავილაშვილი აბიტურიენტია, რომელიც მაღალტექნოლოგიური პროდუქტის შემქმნელი და წარმატებული სტარტაპერია. ქართველი მოსწავლის სტარტაპი Deskomy - პერსონალური კომპიუტერის დესკტოპის ონლაინ პროტოტიპია, ონლაინ ქლაუდ პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს წვდომა აქვს საკუთარ ფაილებზე ნებისმიერი მოწყობილობიდან, ნებისმიერ დროსა და ადგილას. იდეის ავტორი აბიტურიენტი ლუკა ყვავილაშვილია, რომელიც 3 წელია, ამ პროექტზე მუშაობს, ახლა კი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს. ლუკას მიერ შექმნილ პროგრამაში დარეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი ადგილიდან და ნებიმსიერ დროს დაუკავშირდეს საკუთარ პირად კომპიუტერს და მასში შენახულ მასალებს.

„შევქმენით პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დარეგისტრირდეს და შექმნას საკუთარი ქლაუდ დესკტოპი, სივრცე, სადაც მხოლოდ ბრაუზერის გამოყენებით, ყოველგვარი პროგრამის გარეშე შევა. მომხმარებლებისთვის ადვილად მოსახმარი რომ ყოფილიყო, დიზაინის პერსონიზაციის საშუალებასაც ვთავაზობთ. მათ შეუძლიათ Deskomy-ის დესქტოპი დაამსგავსონ „მაკის“ ან „ვინდოუსის“ დესkტოპს, როგორც მათ სახლში აქვთ და რომელზე მუშაობასაც მიჩვეულები არიან. Deskomy-ში შეგიძლიათ გადაიტანოთ თქვენს კომპიუტერში არსებული ყველა ფაილი ან შეარჩიოთ ისინი, რომელიც დაგჭირდებათ. რეგისტრაციის მარტივი პროცესის გავლის შემდეგ, მომხმარებელს ექმნება პირადი, დაცული სივრცე, სადაც ხელის ერთი drag & drop მოძრაობით შეეძლება ფაილების ატვირთვა და შენახვა. Deskomy-ს ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მისი სიმარტივეა,“ - განმარტავს სტარტაპის შემქმნელი აბიტურიენტი.

ლუკა 17 წლისაა და წელს დაამთავრა ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა. პროგრამირების შესწავლა 14 წლიდან დაიწყო და არჩევანი BTU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამაზე შეაჩერა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აბარებს კიდევ ერთი წარმატებული სტარტაპის შემქმნელი, აბიტურიენტი მერაბ ლალიაშვილი. მის მიერ შექმნილი პროდუქტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმშ დაცულ ხელოვნების ნიმუშებს გაფართოებულ რეალობასთან აინტეგრირებს. პროდუქტი უკვე კომერციალიზირებულია და ხელმისაწვდომია მომხმარებელთათვის.

2016 წელს დაფუძნებული უნივერსიტეტის მიმართ მაღალრეიტინგული აბიტურიენტების ინტრესი იზრდება. 2017 წლის სტატისტიკის თანახმად, 100%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტების რიცხვი უნივერსიტეტში 30მდე იყო, 70%-იანი გრანტის მფლობელი 60 აბიტურიენტი, 50%-იანი გრანტით კი 200მდე BTU-ს სტუდენტმა ისარგებლა. საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირების დამყარება და განსხვავებული პროგრამა - ბიზნესის ადმინისტრირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებულად შესწავლის შესაძლებლობა იმ ძირითად არგუმენტებს შორის სახელდება, რომელთა გამოც მაღალრეიტინგული აბიტურიენტები BTU-ს ირჩევენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ