ავტორი:

"ტიფანი ტერასამ" სასტუმრო "რივერსაიდის" პარტნიორებს უმასპინძლა

"ტიფანი ტერასამ" სასტუმრო "რივერსაიდის" პარტნიორებს უმასპინძლა

„ტიფანი ტერასის“ სივრცეში სასტუმრო „რივერსაიდის“ პარტნიორებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოზე მოწვეულ სტუმრებს სასიამოვნო გარემო, გემრიელი კერძები და პარტნიორი კომპანიებისგან დაწესებული პრიზები დახვდათ.

უკვე წლებია, სასტუმრო „რივერსაიდი“, რომელსაც „მირა-ჰოტელს“ ჯგუფი მართავს, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებთან, საქართველოში შემოსულ ცნობილ კომპანიებთან და ტურისტულ სააგენტოებთან თანამშრომლობს.

ტერასაზე გამართულ საღამოზე სტუმრებმა ახალი დესერტები დააგემოვნეს, გათამაშებაშიც მიიღეს მონაწილეობა და სხვადასხვა კომპანიისგან დაწესებული პრიზებიც მოიგეს. წვეულებაზე გათამაშდა - "მაზერატი საქართველოს", „არტთაიმის“; „პანდორას“, „ქრონოგრაფის“ და სხვა კომპანიის პრიზები. მათ შორის იყო „მაზერატის“ მარკის ავტომობილის ტესტ-დრაივიც.

როგორც სასტუმრო „რივერსაიდის“ დირექტორის მოადგილემ, დიმიტრი შველიძემ აღნიშნა, ღონისძიება „მირა ჰოტელსის“ ჯგუფში შემავალი სასტუმროსა და რესტორნების პარტნიორებისათვის გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო მადლობა გადაეხადათ პარტნიორებისათვის გამოცხადებული ნდობისათვის, მეგობრობისათვის და სიახლეები გაეცნოთ მათთვის.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენთან ერთადაა ბევრი ტურისტული ორგანიზაცია, რამდენიმე ქვეყნის სავაჭრო პალატა, ადგილობრივი თუ საეთაშორისო კომპანიები და საელჩოები, რომლებიც სასტუმრო „რივერსაიდთან“ უკვე დიდი ხანია თანამშრომლობენ, ასევე „ტიფანი ბარის და ტერასის“ მეგობრები, რომლებიც ჩვენთან ერთად იზიარებენ ჩვენს კონცეფციას და მიხარია, რომ ამინდმაც ხელი შეგვიწყო და გარემოც შესაბამისად, კარგია.

იმედი მაქვს, რომ სტუმრებიც ძალიან კმაყოფილები არიან დღევანდელი, სასიამოვნო „ტიფანური“ საღამოთი. ჩვენი პარტნიორებისგან გვქონდა ძალიან კარგი გათამაშება და საღამომ ძალიან დადებითად ჩაიარა“, - აღნიშნა დიმიტრი შველიძემ.

სასტუმრო „რივერსაიდის“ პარტნიორებისადმი მიძღვნილ საღამოს „ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ დირექტორი, დევიდ ლიც ესწრებოდა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან საინტერესო საღამოს დაესწრო, რადგან მას ინოვაცია უყვარს, „რივერსაიდი“ კი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის სასტუმროა.

„მიხარია, რომ ასეთი პროფესიონალური სასტუმრო საქართველოში არის „ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ წევრი“, - აღნიშნა დევიდ ლიმ.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყო საქართველოში უკრაინის ელჩის მეუღლე, ლიაშკო ოლეკსანდრაც, რომელმაც ღონისძიება პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ სასტუმრო „რივერსაიდის“ გარემო სტუმრებისთვის მიმზიდველი და სასიამოვნოა.

„განსაკუთრებით ის სტუმრები, რომლებიც უკრაინიდან ჩამოდიან, ამ სასტუმროდან გადაშლილი ხედით ძალიან კმაყოფილები არიან. აქ არსებული გარემო სასიამოვნო საღამოს გატარების საშუალებას გვაძლევს და მიხარია, რომ ძალიან გემრიელი სამზარეულოს დაგემოვნების საშუალება გვაქვს“ - აღნიშნა ლიაშკო ოლეკსანდრამ.

რაც შეეხება „მაზერატი საქართველოს“ შეფასებას, როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა ნინა ასაბაშვილმა აღნიშნა, „მაზერატის“ ტესტ-დრაივმა და სხვა პრიზებმა საღამო უფრო საინტერესო და სასიამოვნო გახადა.

„ომეგა მოტორ ჯგუფი“ ამ ღონისძიების პარტნიორია და ვფიქრობ, რომ ჩვენმა პრიზებმა ეს საღამო კიდევ უფრო სასიამოვნო გახადა. აქ არის ძალიან კარგი გარემო, შესაბამისი განწყობა იმასთან, რასაც თვითონ „მაზერატი“ წარმოგვიდგენს, ელეგანტურობა, დახვეწილობა, თავისუფლება და თავგადასავლების მოყვარული ხალხი, რომელიც აქ არის შეკრებილი. იმედი მაქვს, რომ საღამო სასიამოვნო იყო „მაზერატის“ ძალიან კარგ საჩუქრებთან ერთად“ - აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო „რივერსაიდი“ და „ტიფანი ბარი და ტერასა“ ერთგულ პარტნიორებს ხშირად მასპინძლობს და სასიამოვნო გარემოსა და ბევრი სიურპრიზს სთავაზობს ხოლმე.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის