მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი - არასრულწლოვანი ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ

მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი - არასრულწლოვანი ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. როგორც ბრალდებულ დ.ღ.-ს ადვოკატი გოჩა კვარაცხელია აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს მხოლოდ ზაზა სარალიძესთან შეხვედრის დამალვის ნაწილში აღიარებს. ადვოკატი განმარტავს, რომ მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამასთან შეხვედრის თაობაზე სასამართლოს, თავად სარალიძის თხოვნით არ მოახსენა.

"ცრუ ჩვენების მუხლით ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ის ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ თავს. კერძოდ ერთ ნაწილში, ზაზა სარალიძის ნაწილში ცნობს თავს დამნაშავედ და ამბობს, რომ მათ შორის საუბარი ნამდვილად შედგა. სასამართლოს კი ამის თაობაზე თავად ზაზა სარალიძის თხოვნით არ მოახსენა. საუბარში კი ისეთი მნიშვნელოვანი არ ყოფილა, რომ გამოძიებას ან სასამართლოს ხელი შეშლოდა", - განაცხადა კვარაცხელიამ.

ადვოკატი საქმის დანარჩენ დეტალებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ დეტალებზე საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ არასრულწლოვან დ.ღ-ს დღეს ბრალი წაუყენეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს