ადვოკატი - გუშინ დაკავებული არასრულწლოვანი ამბობს, რომ ზაზა სარალიძემ სთხოვა, მათი საუბარი, მათ შორის დარჩენილიყო

ადვოკატი - გუშინ დაკავებული არასრულწლოვანი ამბობს, რომ ზაზა სარალიძემ სთხოვა, მათი საუბარი, მათ შორის დარჩენილიყო

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფიქრობს, რომ ზაზა სარალიძესთან შეხვედრაზე ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გაჟღერებულა, რომლის გაუმჟღავნებლობაც ვინმეს დააზარალებდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა განაცხადა. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ბრალდებული მოკლული დავით სარალიძის მამასთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ თავად ზაზა სარალიძის თხოვნა იყო, რომ საუბარი მათ შორის დარჩენილიყო.

„იმ ნაწილში, რომ ზაზა სარალიძესთან შეხვედრა ნამდვილად შედგა ამას არ უარყოფს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თუმცა ის ამბობს, რომ ზაზა სარალიძემ მას სთხოვა, მათ შორის საუბარი, მათ შორისვე დარჩენილიყო, რაც გაითვალისწინა და სასამართლოსთვის არ მოუხსენებია ამის თაობაზე. თუმცა ის ფიქრობს, რომ ეს ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ ყოფილა ამ შეხვედრაზე, რომლის გაუმჟღავნებლობაც ვინმეს დააზარალებდა“, - განაცხადა მარიამ პაპოშვილმა.

რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს, როგორც ადვოკატი ამბობს, ის არც დ.ღ.-ს სასამართლოში მიცემულ ჩვენებას და არც საქმის მასალებს არ იცნობს და შესაბამისად, ამ ეპიზოდზე ის ჯერ ვერ ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ არასრულწლოვან დ.ღ-ს დღეს ბრალი წაუყენეს.

გარდა ამისა, საგამოძიებო კომისიის წევრები წინასწარ პატიმრობაში მყოფ მირზა სუბელიანს და თენგიზ კალანდიას გამოკითხავენ. დეპუტატები გლდანის საგამოძიებო იზოლატორში შესვლას 22 ივლისს გეგმავენ. მირზა სუბელიანს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ხოლო თენგიზ კალანდიას - დანაშაულის დაფარვის ბრალდებით აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

ამასთან, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა 23 ივლისს გაიმართება. კომისიის სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლები იქნებიან მოწვეული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ