დავით უსუფაშვილის კომენტარი პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ - "გიორგი მარგველაშვილი განსჯის და აწონ-დაწონის ეტაპზეა"

დავით უსუფაშვილის კომენტარი პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ - "გიორგი მარგველაშვილი განსჯის და აწონ-დაწონის ეტაპზეა"

პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ მომავალი კვირის განმავლობაში ყველაფერზე ჩამოვყალიბდებით, ამიტომ შეხვედრა ზომიერად ოპტიმისტური განწყობით დავტოვე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შესახებ განუცხადა.

უსუფაშვილის თქმით, პოლიტიკური ველს სჭრიდება ახალი პოლიტიკური ძალა და გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე სწორედ ამის შესახებ იყო საუბარი.

„როგორც ათიოდე დღის წინ ჩემს საჯარო მიმართვაში იყო გაცხადებული, მე ვთვლი, რომ საჯარო პოლიტიკურ ველს სჭრიდება ეროვნულ ფასულობებზე მყარად მდგომი და ევროპული არჩევანის მყარად გამტარებელი ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც 2012 წლის ცვლილებების პრინციპებს ცხოვრებაში დანერგავს. ამ ამოცანის შესასრულებლად საჭიროა ბევრი ადამიანის ძალისხმევის გაერთიანება და მე ასე ვუყურებ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. სწორედ ამ თემებზე იყო ჩვენი საუბარი პრეზიდენტთან. ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გიორგი მარგველაშვილი განსჯის და აწონ-დაწონის ეტაპზეა. მას საპრეზიდენტო ვადა უმთავრდება და ჩემი მიმართვის თუ საუბრის გარეშეც გადაწყვეტილებები აქვს მისაღები. ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალი კვირის განმავლობაში ჩამოვყალიბდებით ყველაფერზე. ამიტომ შეხვედრა ზომიერად ოპტიმისტური განწყობით დავტოვე. არაფერი არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ გარკვეული პერსპექტივა არსებობს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ის აგრძელებს საქმეს, რასაც ბოლო ხანებში მოჰკიდა ხელი, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თვალსაზრისითაც, მაგრამ მზად არის, მხარი დაუჭიროს სხვა კანდიდატსაც - გიორგი მარგველაშვილი იქნება ეს თუ სხვა - ვინც პოლიტიკური გუნდის ფორმირების ინტერესებს მოემსახურება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები