რატომ ვერ მოაგროვა სამთავრობო პორტალზე ვერც ერთმა პეტიციამ 10 000 ხელმოწერა?

რატომ ვერ მოაგროვა სამთავრობო პორტალზე ვერც ერთმა პეტიციამ 10 000 ხელმოწერა?

გასული წლის დეკემბერში მთავრობამ ახალი პეტიციების პორტალი შექმნა. ichange.gov.ge საშუალებას იძლევა, რომ 10 000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში, მთავრობამ განიხილოს პეტიციაში დასმული საკითხი თუ პრობლემა.

ოფიციალური ინფორმაციით საიტზე 188 პეტიციაა დარეგისტრირებული, თუმცა არცერთ მათგანს არ მიუღია ხმების საკმარისი რაოდენობა.

არის თუ არა ეფექტური საშუალება ახალი პლატფორმა და რა ხარვეზები აქვს რეალურად პორტალს, ამის შესახებ საიას კვლევაშია საუბარი. კვლევის შედეგების თანახმად, შენიშვნები პირველ რიგში რეგისტრაციასთან დაკავშირებით დაფიქსირდა.

"კერძოდ, გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა: (1) რეგისტრაციისთვის მოთხოვნილი პირადი ინფორმაცია ძალიან დეტალურია; (2) რეგისტრაციის ფორმის შევსებისას მოთხოვნილიზოგიერთი ველი არ არის ცხადი; (3) ვებგვერდს აქვს ტექნიკური ხარვეზები" - ნათქვამია კვლევაში.

ასევე საიას მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად გამოიკვეთა, რომ პორტალი მოქალაქეთა ფართო წრის მოზიდვას ნაკლებად შეძლებს და მისი მთავარი მომხმარებლები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იქნებიან. სწორედ ამ უკანასკნელთ შეუძლიათ ხელმომწერთა დიდი რაოდენობის მობილიზება, რადგან აქვთ ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და მათვე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა პეტიციისთვის საკითხების სწორად შერჩევაზე.

"მნიშვნელოვანია, გადაიხედოს პეტიციის განხილვისთვის 10 000 ხელმოწერის დაგროვების აუცილებლობა და ხელმოწერების რაოდენობა იყოს გონივრული, რათა მოქალაქეებს გაუჩნდეთ განცდა, რომ პორტალი რეალურად არის ორიენტირებული მოქალაქეთა ჩართულობის ამ მექანიზმის გამოყენებაზე და მთავრობა მზად არის, განიხილოს სხვადასხვა სამოქალაქო ინიციატივა" - მიიჩნევენ საიაში.

წაიკითხეთ სრულად საიას კვლევა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი