როგორ შეძლებს ქურდი, უპრობლემოდ შემოაღწიოს თქვენს სახლში - მინიშნებებს მას თვითონვე აძლევთ

როგორ შეძლებს ქურდი, უპრობლემოდ შემოაღწიოს თქვენს სახლში - მინიშნებებს მას თვითონვე აძლევთ

57 მაიკლ ფრეიზერი, რომელიც წლების წინ თავად ქურდავდა სახლებს, ქონების დასაცავად მოქალაქეებს რამდენიმე რჩევას აძლევს.

ფრეიზერი კრიმინალების დაჯგუფებაში მოზარდობის ასაკში მოხვდა. ახლა კი ცდილობს, ადამიანებს საკუთარი სახლების ქურდებისგან დაცვაში დაეხმაროს.

მაიკლის თქმით, ქურდებს ურჩევნიათ, ბასრი და წვრილი საგნებით გახსნან ფანჯრები და კარები, ვიდრე - შუშები ჩაამტვრიონ.

„კრიმინალების უმეტესობა ცდილობს, თავიდან აირიდოს შუშის გატეხვა, რადგან არის დიდი რისკი, კანი დაუზიანდეს. ეს კი პოლიციას გაუმარტივებს ქურდის დაჭერას,“ - ამბობს ფრეიზერი.

ბევრი ოჯახი საკუთარ გეგმებს - ხანდახან მთელი თვისასაც კი, კალენდარზე აღნიშნავს. აქ შეიძლება ნახოთ - როდის ჰყავთ ჩაწერილი ბავშვები ექიმთან, როდის აპირებენ სხვაგან გამგზავრებას და ა.შ. ყოფილი კრიმინალი მოქალაქეებს აფრთხილებს, კალენდრები შეუმჩნეველ ადგილას დაკიდონ, რადგან ეს არის არაჩვეულებრივი საშუალება ქურდისთვის, დაადგინოს, როდის არ იქნებით სახლში.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ კალენდარზე მინაწერი ძალიან წვრილი ასოებით არის, თავისუფლად შესაძლებელია, ქურდმა გადაიღოს ფოტო, შემდეგ კი წარწერა საკუთარ ფოტოაპარატში გაადიდოს,“ - ამბობს ფრეიზერი.

ერთ-ერთი საუკეთესო გზა კი ქურდისთვის, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ - „ფეისბუქია“. ვიდრე თქვენ მეგობრებთან ერთად მშვენივრად ატარებთ დროს, ფოტოებით და ლოკაციის მონიშვნით აძლევთ უამრავ ადამიანს ინფორმაციას, სად იმყოფებით. ამასთან, ზაფხულის პერიოდი კრიმინალისთვის საუკეთესოა - ბევრი ჩვენგანი ქალაქიდან დასასვენებლად ოჯახთან ერთად გადის. "ფეისბუქზე" ატვირთული ფოტოები ქურდებისთვის ძალიან კარგი სიგნალია, თამამად შეაღწიოს თქვენს სახლში.

"ტიტანიკის" ჩაუძირავი ლედი - ვინ იყო ქალი, რომელიც სამ ისტორიულ საზღაო კატასტროფას გადაურჩა

ივლისის ფინანსური და სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა პროგნოზებს აკეთებენ ასტროლოგები

როგორ გადაიღო ცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა დავით ყიფიანის გენიალური კადრი - "5 წლის შემდეგ, იმ დღეს პირველად დადგა მოედანზე ფეხი..."