ქართველი მსახიობის დიდი წარმატება - ირაკლი კვირიკაძე ენტონი ჰოპკინსთან ერთად ითამაშებს

ქართველი მსახიობის დიდი წარმატება -  ირაკლი კვირიკაძე ენტონი ჰოპკინსთან ერთად ითამაშებს

მსახიობ ირაკლი კვირიკაძეს ახალ ფილმში Now Is Everything ლეგენდარულ ამერიკელ მსახიობთან ენტონი ჰოპკინსთან ერთად იღებენ.

ფილმის გადასაღებ მოედანზე გადაღებულ ფოტოს მსახიობი Instagram-ის გვერდზე აქვეყნებს. ფილმზე ქართველი მხატვარი ლაშა ზამბახიძე მუშაობს და როგორც ცნობილი გახდა, სწორედ მან გააცნო ირაკლი ფილმის რეჟისორ დანტე სპინოტის.

ამასთან, ფილმში სტინგისა და ჯეკ ნიკოლსონის შვილები და ალენ დელონის შვილიშვილი ითამაშებენ.

საქართველოში ცნობილი ოჯახის წარმომადგნელია თავად ირაკლი კვირიკაძეც - ის მსახიობის ნინო ქორიძის შვილი და ასევე - მსახიობ კახა ქორიძის შვილიშვილია, რომელსაც საზოგადოება რეზო ჩხეიძის ფილმ "ღიმილის ბიჭები" შესრულებული მთავარი როლით იცნობს.

ირაკლი კვირიკაძემ პოპულარობა ფილმ "მძევლებში" შესრულებული როლით მოიპოვა, სადაც გეგა კობახიძის პერსონაჟს ასახიერებს. ფილმის გამოსვლის შემდეგ ირაკლი კვირიკაძე რიგით 68-ე "ბერლინალეზე" Evropian Film Promotion-მა ევროპის 10 საუკეთესო ამომავალ ვარსკვლავს შორის დაასახელა.

მსახიობი აშშ-ში სტელა ადლერის სტუდიაში სწავლობდა, სადაც მასტერკლასებს სხვადასხვა დროს არაერთი ჰოლივუდის ვარსკვლავი გადიოდა. მსახიობი ლოს-ანჯელესში მოდელ ელენე მახარაშვილთან ერთად ცხოვრობს, წყვილი დანიშნულია.

ზაურ მირიანაშვილი

"ადამიანების კატეგორიაა, ვინც მიიჩნევს, რომ დაჩიპავენ... მაინტერესებს, რუსულ ვაქცინაში ბილ გეითსი როგორ ჩადგამს თავის ჩიპებს?!" - იმნაძე

კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 12 სოფელ ლენჯერში დაფიქსირდა - რას ამბობენ ექიმები ეპიდვითარებასა და ახალ ინფიცირებულებზე

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების გასაჩივრებას "კავკასუს ონლაინი" საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებს