"შევუდგებით მოვალეობის შესრულებას და მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ" - აჭარას ახალი მთავრობა ჰყავს

"შევუდგებით მოვალეობის შესრულებას და მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ" - აჭარას ახალი მთავრობა ჰყავს

აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა. კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დაასრულდა. 14-მა დეპუტატმა თორნიკე რიჟვაძეს და მის მინისტრთა კაბინეტს მხარი დაუჭირა, ერთი დეპუტატი წინააღმდეგი იყო. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიას "ევროპული საქართველოსა" და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები არ ესწრებოდნენ.

თორნიკე რიჟვაძე მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასთან ერთად, რეგიონში ეფექტური პროეტების განხორციელებას გეგმავს. რიჟვაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"მე მინდა მადლობა გადავუხადო უმაღლესი საბჭოს უმრავლესობას ჩემს მიერ წარმოდგენილ სამთავრობო გუნდის მხარდაჭერისთვის. ჩვენ შევუდგებით მოვალეობის შესრულებას და მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ",- განაცხადა რიჟვაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები