ავტორი:

"პატარა "ტერორისტების" საქმე" – ომში დაბადებული ბავშვებისა და მათი ბებიების მძიმე ხვედრი

"პატარა "ტერორისტების" საქმე" – ომში დაბადებული ბავშვებისა და მათი ბებიების მძიმე ხვედრი

სირიასა და ერაყში, საომარი მოქმედებების დროს დაბადებული ბავშვების სამშვიდობოს გამოყვანა ისევ პრობლემატური ხდება. მათი მამები "ისლამურ სახელმიფოში" იბრძოდნენ და ომში დაიღუპნენ. სამშობლოში დაბრუნების უფლება არ აქვთ იმ ბავშვების დედებსაც, რომელთა ქმრები "განსაკუთებით საშიშთა სიაში" არიან შეყვანილნი... საქმე ის არის, რომ რუსეთის ხელისუფლება მცირეწლოვნებს, ასევე მათ ბებიებს სამშობლოში დაბრუნების უფლებას არ აძლევს. "პატარა ტერორისტების ბებიები" - ასე ჰქვია მცირეწლოვანი ბავშვების საქმეს, რომელზეც ФСБ უკვე წლებია მუშაობს...

novayagazeta.ru-ს ცნობით, რამდენიმე მათგანმა მაინც მოახერხა და შვილიშვილების პოვნა შეძლო, თუმცა რუსეთის ხელისუფლება მათი ჩამოყვანის საშუალებას ან პირდაპირ არ აძლევს, ან გზებს იმდენად ურთულებს, რომ ისინი ნებდებიან და უდანაშაულო ბავშვებს ქუჩაში ტოვებენ.

ერთ-ერთი ასეთია დაღესტნელი ზაჰირა გაზიჰმაევა, რომელმაც შვილიშვილი ერაყში იპოვა, იქ მყოფ დაღესტნელ გოგონას დაუკავშირდა და მისი დახმარებით ის მაჰაჩყალაში, ახლობლებთან მიიყვანა, რადგან პირდაპირ სახლში მიყვანა ვერ გაბედა... ФСБ -ს თანამშრომლებმა ბავშვის ჩამომყვანი და ბებიაც იპოვეს და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს...

"ხელის გულები მიწაზე და ასფალტზე ხოხვისგან ამომწვარი ჰქონდათ... რამდენიმე დღე ქუჩაში ეძინათ და ნაგვის ურნაში ნაპოვნი ნარჩენებით იკვებებოდნენო" - ამბობს novayagazeta.ru-სთან საუბრისას გოგონა, რომელმაც იმ ჯოჯოხეთიდან რამდენიმე ბავშვთან ერთად გამოაღწია... ასეთი გოგონების უმეტესობა არასრულწლოვანი იყო და ისინი სახლიდან გაიპარნენ.

კიდევ ერთი დაღესტნური ოჯახიდან 2014 წელს ახალდაქორწინებული ბიჭი "ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდა. დიდად რელიგიურობით არ გამოირჩეოდა, განათლებაც ჰქონდა, სამუშაოც და არ უჭირდა, თუმცა მაინც წავიდა... ცოლი მადინა და ახალშობილი შვილიც თან წაიყვანა.

მალე შამილი სირიაში მიმდინარე ომებს შეეწირა, მადინა კი, "ისლამურ სახელმწიფოში" არსებული "კანონების" თანახმად მალე ისევ გათხოვდა. წესის თანახმად, დაღუპული მეომრების ცოლები ე. წ. "ქვრივთა სახლებში" მიჰყავდათ, სადაც ხშრად პატარა გოგონებს მამის ან სულაც ბაბუის ტოლ მამაკაცებს აყოლებენ. მადინა ცოლად ისევ დაღესტნელს რაშიდ ომაროვს გაჰყვა და კიდევ ერთი ვაჟი გააჩინა. მალე რაშიდიც დაიღუპა და ქალი, ორი ბავშვით დარჩა - უფროსი 2 წლის იყო, უმცროსი - ერთი თვის. "ისლამური სახელმწიფოს" დასუსტების შემდეგ მადინას ბედის გამზიარებელი ათასობით ქალი, სხვა ტერორისტების ცოლებთან ერთად სამშვიდობოს გარბოდნენ... დაღესტნელი მადინა, მესამედ უკვე არაბს გაჰყვა ცოლად, თუმცა მიმდინარე წლის გაზაფხულზე, აღმოსავლეთ ღუტას მიწასთან გასწორების შემდეგ იმ დროს დაიღუპა, როდესაც სხვა ქალებთან ერთად, ჰუმანიტარული კორიდორით სამშვიდობოს გამოსვლას ცდილობდა.

ფოტოზე: მადინას შვილები

სწორედ ეს პატარები იპოვეს მათმა ბებიებმა, მადინას ორივე ქმრის დედებმა დაღესტნელი "პატარძლების" დახმარებით, თუმცა მადინას ბოლო არაბ რუსულენოვან ქმარს, რომელსაც ბავშვები უძიმეს მდგომარეობაში ჰყავს, პატარების გამოშვება ფულის სანაცვლოდ უნდა... ერთ-ერთი ბიჭი ნაწლავური ინფექციით არის დაავადებული და სიკვდილს ებრძვის. მეორის მდგომარეობის შესახებ არაფერია ცნობილი.

ბავშვების ერთ-ერთი ბებიის, ზუჰრა პირაევას თქმით, თუ ბავშვებს არ გამოიყვანენ, ისინი დაიღუპებიან და ასეთ დღეში ათასობით შეშლილი მშობლების შვილები არიან. "ბევრი ოჯახი ამ ტკივილს გულში ინახავს, არადა ყველას ტკივა მათი სისხლი და ხორცი, რომლის შესახებ იციან, მაგრამ თქმას ვერ ბედავენ. ჩვენ გავბედეთ!"- აცხადებს მოხუცი.

გასული წლის დეკემბერში, პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სირიასა და ერაყიდან, რუსეთის მოქალაქე ქალებისა და ბავშვების ჩამოყვანის პროცესი მიმდინარეობდა და პირველ ეტაპაზე 24 ქალი და 75 ბავშვი ჩამოიყვანეს. სულ 1521 ადამიანის ცნობა არსებობს და ჩამოყვანის მოლოდინში არიან.

"თუმცა, რამდენი არ გადმოიყვანეს და შვილიშივლების მაძებარი რამდენი ბებიის წინაშე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ამაზე პრეზიდენტს არ უსაუბრია," - წერს novayagazeta.ru.

ფოტო: novayagazeta.ru

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე