"სათევზაოდ იყო წასული და იქიდან ინფიცირებული დაბრუნდა" - სავარაუდოდ, მწერის ნაკბენის შედეგად მარნეულში მამაკაცი გარდაიცვალა

"სათევზაოდ იყო წასული და იქიდან ინფიცირებული დაბრუნდა" - სავარაუდოდ, მწერის ნაკბენის შედეგად მარნეულში მამაკაცი გარდაიცვალა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის მცხოვრები 65-წლამდე ასაკის მამაკაცი, სავარაუდოდ, მწერის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ანაერობული ინფექციით გარდაიცვალა, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით არ ვრცელედება და ორგანიზმში მხოლოდ მწერის მიერ ადამიანის დაკბენის ან კანის ზედაპირის გაკაწვრის შედეგად ხვდება.

"ოფიციალურად, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ მიგვიღია. მამაკაცი გარდაიცვალა თბილისის ინფექციური პათოლოგიის ცენტრში. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ის ანაერობული ინფექციისგან გარდაიცვალა. ანაერობული ინფექციით ადამიანი ინფიცირდება კანის გაკაწვრით, მწერის - კოღოს, ტკიპის ან ფუტკრის დაკბენის შედეგად. გარდაცვლილი იყო წასული სათევზაოდ და იქიდან დაბრუნდა უკვე ინფიცირებული. ეს ინფექცია მწერის დაკბენის შედეგად შეხვდა თუ სხვა მიზეზით, ჯერ არ ვიცით. ანაერობული ინფექცია ჰაერწვეთოვანი არ არის და რითი გარდაიცვალა, რამ უკბინა, ამ ეტაპზე არც ოჯახის წევრებმა იციან. საბოლოო პასუხი გარდაცვალების მიზეზის თაობაზე ლაბორატორიული კვლევის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი", - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი