"მუცელი სადაა?" - ანუკი არეშიძის ახალმა ფოტომ გაუგებრობა გამოიწვია

"მუცელი სადაა?" - ანუკი არეშიძის ახალმა ფოტომ გაუგებრობა გამოიწვია

თბილისის მერი კახი კალაძე და მისი მეუღლე, დიზინერი ანუკი არეშიძე მეოთხე შვილის მოლოდინში არიან. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილს გოგონა შეეძინება, თუმცა, თავად პატარას სქესს საიდუმლოდ ტოვებენ. 7 თვის ორსული ანუკი არეშიძე ზაფხულის ცხელ დღეებს თბილისში ატარებს.

დედაქალაქის მერის მეუღლე ძალიან აქტიურია "ინსტაგრამზე", სადაც ხშირად პირად, ასევე ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს. ამჯერად მისმა ერთ-ერთმა ფოტომ ინტერნეტმომხმარებლები დააბნია. 7 თვის ორსულ ანუკის ახალ ფოტოზე მუცელი თითქმის არ ეტყობა.

"მუცელი სადაა? შეისუნთქე? ფოკუზნიკი ხარ ჩემს თვალში! შესუნთქული დადის" - წერენ ანუკის ფოტოს კომენტირებისას მისი მეგობრები. "რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩაცმის სტილს" - დაწერა ანუკიმ მეგობრების კომენტარების საპასუხოდ.

ნახეთ ასევე: ოჯახური ფოტო მერის ალბომიდან - როგორ ისვენებს კახა კალაძე შვილებთან ერთად

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ