Team Fest - ფესტივალი, რომელიც თანამშრომლებს აახლოებს

Team Fest - ფესტივალი, რომელიც თანამშრომლებს აახლოებს

კომპანიის წარმატება დიდწილად რომ მის თანამშრომლებსა და მათ შრომისმოყვარებაზე, მოტივაციაზეა დამოკიდებული წარმატებული კომპანიების მენეჯერებმა კარგად იციან. სწორედ ამიტომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა თიმბილდინგს, პროცესს, როდესაც თანამშრომლები სამსახურის გარეთ ერთად ატარებენ დროს, სხვადასხვა გუნდურ აქტივობაში ერთვებიან და უფრო ახლოვდებიან. შედეგად მათ მეტი მოტივაცია ექმნებათ, რომ სამსახურში წავიდნენ, უკეთესად იმუშაონ ერთად და უფრო დიდ მიზანს მიაღწიონ ერთობლივი ძალისხმევით.

თიმბილდინგის ტრადიცია ეტაპობრივად საქართველოშიც ვითარდება და იხვეწება. მსხვილი კომპანიები, რომლებიც წარმატების მიღწევაზე არიან ორიენტირებული, დიდ ყურადღებას აქცევენ როგორც თანამშრომლების პროფესიულ ზრდას, ისე მათ შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

ამ მხრივ, ქართულ კომპანიებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია „ნიკორას“, რომელიც თიმბილდინგის აქტივობებს უკვე მეოთხე წელია ახორციელებენ. წელს კომპანიის ზრდის გამო, საზაფხულო თიმბილდინგის ფორმატიც შეიცვალა დაიგი უფრო მასშტაბური გახდა. იგეგმება ბევრად უფრო გაზრდილი და მრავალფეროვანი Team Fest, რომელშიც მონაწილეობას კომპანიის არსებული და მომავალი თანამშრომლები მიიღებენ. ფესტივალის მიზანია თანამშრომლების გაცნობა დაახლოება, გუნდური შეჭიდულობის ზრდა, ასევე, დასაქმების მსურველებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

თიმბილდინგ ფესტივალი გაიმართება 26 ივლისს, 18:00 საათზე დედაენის ბაღში. ფესტივალის ტერიტორიაზე გამოყოფილი იქნება რამდენიმე სივრცე, მათ შორის სათამაშო ზონა, flea market-ზონა, სადაც „ნიკორას“ ხელოვანი თანამშრომლები საკუთარ ხელნაკეთ ნივთებს გააცნობენ საზოგადოებას, ასევე იქნება საკვები ზონა და დასაქმების სივრცეები.

„ჩვენს თანაგუნდელებს საშუალება ექნებათ, ჩაერთონ მრავალფეროვან გუნდურ აქტივობებში. დასაქმების სივრცეებში კი დაინტერესებულები გაეცნობიან კომპანიაში არსებულ ვაკანტურ პოზიციებსა და პირობებს. ღონისძიება აპლიკანტებს საშუალებას მისცემს არაფორმალურ გარემოში გაიცნონ კომპანიის გუნდი, კულტურა და ღირებულებები,“ - განმარტავენ „ნიკორაში“.

ღონისძიება დასრულდება „ნიკორას“ DJ თანაგუნდელის გამოსვლითა და ერთ-ერთი გამორჩეული ქართული ბენდის Bedford Falls-ის ლაივ კონცერტით.

წელს თიმბილდინგთან დაკავშირებული აქტივობა განსაკუთრებით მასშტაბურია. გასული 3 წლის მანძილზე კი „ნიკორა“ქირაობდა აგარაკს და თანამშრომლები მიჰყავდა გუნდურ აქტივობებზე. სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომლები ერთ სრულ დღეს ატარებდნენ ერთად, დღის განმავლობაში მათ ჰქონდათ გასართობი ფიზიკური აქტივობები, ასევე სტრატეგიული და კრეატიული დავალებები. ამ პროექტების საშუალებით „ნიკორამ“ არაერთი ტალანტი და წარმატებული თანამშრომელი აღმოაჩინა.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი