სოზარ სუბარი ახალ უწყებას უხელმძღვანელებს

სოზარ სუბარი ახალ უწყებას უხელმძღვანელებს

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელად დევნილთა ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი დანიშნა.

პრემიერმა ახალი სამსახურის ხელმძღვანელად სოზარ სუბარი მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. როგორც ბახტაძემ განმარტა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული პოლიტიკის კომპონენტი გამოეყოფა და ის მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში გადმოვა.

„მინდა გაცნობოთ, რომ ბატონი სოზარ სუბარი, რომელსაც ნამდვილად არ სჭირდება წარდგენა, უხელმძღვანელებს რეგიონული მართვის მიმართულებას. ეს გახლავთ სიახლე. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყოფა რეგიონული პოლიტიკის კომპონენტი და გადმოვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. ამ ცვლილებების აუცილებლობა დაგვანახა განვლილმა გამოცდილებამ. მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სტრუქტურის გადმოტანა უზრუნველყოფს მთავრობის მაქსიმალურ ჩართულობას და კოორდინაციას რეგიონული პოლიტიკის წარმართვის მიმართულებით.

მე არაერთხელ განვაცხადე, რომ სამწუხაროდ, დღემდე არსებული რეგიონული მართვის სისტემა ვერ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს რეგიონებში და ზოგადად რეგიონურ მმართველობაში. ჩვენი ინიციატივების უდიდესი ნაწილი მიმართულია სწორედ რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებისკენ, იმისკენ, რომ ჩვენ რეგიონებში შევძლოთ ხარისხობრივად ცხოვრების დონის გაუმჯობესება.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული სამსახური იყოს უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში, რომ ჩვენ გვქონდეს უკუკავშირი და პირდაპირი კავშირი საზოგადოებასთან უფრო ეფექტურად და დარწმუნებული ვარ, სოზარი ამ მიმართულებაში ძალიან დამეხმარება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

"საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები და ორაზროვნება" - ცნობილია ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, არჩევნებთან დაკავშირებით

"მაშინვე გვქონდა ინფორმაცია, რომ ჩანაწერებს სააკაშვილის დავალებით ამონტაჟებდნენ და ესეც ერთ-ერთი მათგანია" - სუბარი მედიაში დაანონსებულ ფარულ ჩანაწერზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"