"შეგიძლიათ ამოიღოთ ჩანაწერი ივანიშვილი 2 წლის წინ კვირიკაშვილს როგორ აქებს, ბახტაძისთვის ეს შეიძლება საინტერესო იყოს"

"შეგიძლიათ ამოიღოთ ჩანაწერი ივანიშვილი 2 წლის წინ კვირიკაშვილს როგორ აქებს, ბახტაძისთვის ეს შეიძლება საინტერესო იყოს"

შეგიძლიათ ამოიღოთ ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილი გიორგი კვირიკაშვილს როგორ აქებს ორი წლის წინ. მერე შეადაროს, სხვათა შორის, ბახტაძისთვის ეს შეიძლება საინტერესო იყოს, მისი დღევანდელი ქება და კვირიკაშვილის ქება და მიხვდება მერე რა მოყვება ამას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებულ შეფასებაზე.

გიგა ბოკერიას თქმით, ფსიქოანალიტიკოსი არ არის და მარჩიელეობას ვერ დაიწყებს რატომ გაღიზიანდა ასე მამუკა ბახტაძე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებების გამო.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ივანიშვილი ყველა ჩავარდნას მის მიერვე „შერჩეულ მარიონეტებს აბრალებს და ცდილობს საზოგადოებას თავს მოახვიოს აბსურდი“.

ბოკერიას შეფასებით, ვიდრე არჩევნების გზით არსებული ხელისუფლება არ შეიცვლება, მანამდე არანაირი წინსვლის იმედი არ უნდა გვქონდეს.

„პრემიერ-მინისტრები, გუნერნატორები, მინისტრები და ყველა სხვა რაიმეს კი არ წარმოადგენენ, რომელიც ვინმემ აირჩია, ახლა ივანიშვილი რაღაც თამაშს თამაშობს საკუთარი ქვეყნის ბედით, საკუთარი მოქალაქეებით, მათ შორის პრემიერ-მინისტრებით, სანამ გასდის. ამიტომ არჩევნების გზით, ძალიან მალე, აღარ უნდა გაუვიდეს. მანამდე ჩვენ გვექნება სულ მუდამ ეს. შეგიძლიათ ამოიღოთ ჩანაწერი, კვირიკაშვილს როგორ აქებს ორი წლის წინ, რა სიტყვებით და ახლა რას საუბრობს! მერე შეადაროს, სხვათა შორის, ბახტაძისთვის ეს შეიძლება საინტერესო იყოს, მისი დღევანდელი ქება და კვირიკაშვილის ქება და მიხვდება მერე რა მოყვება ამას. მე იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, რადგან ივანიშვილს აღარ ექნება ძალაუფლება“, - განაცხადა ბოკერიამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები