საერთაშორისო ბანკების წარმომადგენლებმა ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს

საერთაშორისო ბანკების წარმომადგენლებმა ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს

საქართველოში ვიზიტით მყოფი 5 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის 60 წარმომადგენელი ანაკლიის პორტის ტერიტორიას ეწვია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ აცნობეს, მათ ღრმაწყლოვანი პორტის მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერეს, ასევე გაეცნენ უკვე ჩატარებულ სამშენებლო სამუშაოებს და სამომავლო გეგმებს.

საერთაშორისო ბანკების წარმომადგენლები საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად იმყოფებიან. მათ შეხვედრები გამართეს ანაკლიის პორტის გუნდთან და მათ საერთაშორისო კონსულტანტებთან.

მსოფლიოში წამყვანი ფინანსური, გარემოს დაცვითი, ტექნიკური და საინჟინრო სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული საბანკო ჯგუფებმა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და მის პარტნიორებთან პორტის მშენებლობისა და მისი განვითარების სხვადასხვა მიმართულება განიხილეს. ამ ეტაპზე ანაკლიაში სახმელეთო სამშენებლო სამუშაოების დამასრულებელი ეტაპი მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც, 2018 წლის აგვისტოში, პორტის ტერიტორიაზე მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოები იწყება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი