ავტორი:

აფხაზეთში ნარკორეალიზატორებს სიკვდილით დასჯიან - "მაღალჩინოსნები თავიანთ თავს ხომ არ გაწირავენ?!"

აფხაზეთში ნარკორეალიზატორებს სიკვდილით დასჯიან - "მაღალჩინოსნები თავიანთ თავს ხომ არ გაწირავენ?!"

აფხაზეთში ე.წ. დეპუტატებმა პირველივე მოსმენით დაამტკიცეს ნარკოტიკების რეალიზაციის შეთხვევაში დაკავებული პირისთვის სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა, მის საკუთრებაში არსებული ქონების კონფისკაციით. ეს გადაწყვეტილება, ე.წ. პარლამენტში ბოლო საგაზაფხულო "სესიაზე" მიიღეს.

ე.წ პარლამენტარების თქმით, უკვე კარგა ხანია, სისხლის სამართლის გამკაცრების რეალობა დადგა, რადგან “ქვეყანაში" ბოლო დროს, ნარკოდანაშაულის ზრდის და არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის არაერთი ფაქტი გამოვლინდა, მათგან ზოგი გახმაურდა, ზოგიც - არა... “კანონი” გამკაცრდება, “მოქალაქეობის” მიღებასთან დაკავშირებითაც.

2017 წელს, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ტაბლეტების მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებდა. შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც “სისხლის სამართლის კოდექსში” ნარკორეალიზაციის შესახებ მუხლს გაამკაცრებდა. ცნობისთვის, აფხაზეთში არსებობს მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე, რომელიც ახლა, ახალი სისხლის სამართლის კანონმდებლობით შეიცვლება.

ე.წ. საპარლამენტო კომიტეტის სახელმწიფო-სამართლებრივი პოლიტიკის ხელმძღვანელი ვალერი აგრბა განმარტავს, რომ სანქციების გამკაცრება არსებული რეალობით არის გამოწვეული.

"აფხაზეთში უმძიმესი ვითარებაა ნარკორეალიზაციისა და მოხმარების კუთხით. ეს ყველამ იცის. ამიტომ, საჭიროა კანონის გამკაცრება მთელ ქვეყანაში - ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს, რადგან ვერც ფინანსურმა და ვერც ადმინისტრაციულმა სასჯელმა შედეგი ვერ აჩვენა..." - ამბობს აგრბა.

ე.წ. პარლამენტის სპიკერის ვალერი კვარჩიას თქმით, კანონის გამკაცრება აუცილებლად მოიტანს შედეგს, თუმცა, მთავარია, ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდეს. აფხაზი ე.წ. დეპუტატების თქმით, ასეთი მაგალითები არსებობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და შედეგიც არის - იმ ქვეყნებში არალეგალური ბრუნვა პრაქტიკულად არ არსებობს და იქაც კანონპროექტი პირველივე მოსმენით დამტკიცდა.

“როგორც კი სექსუალურ ძალადობასა და ნარკოტიკების არალეგალურ გავრცელებაზე კანონი გამკაცრდა, ის შეწყდა... ამიტომ დანაშაულის პრევენცია უნდა მოხდეს. სხვა დეტალებსა და მიმდინარე საქმეებს პროკატურის ორგანოები შეისწავლიან..." - აცხადებენ აფხაზი მაღალჩინოსნები.

აფხაზური საზოგადოება არასწრულწლოვნებზე სექსუალურ ძალადობასა და ნარკოტიკების რეალიზაციაზე სასჯელის უმაღლეს ზომის მიღებას შიშით უყურებს და ამბობს, რომ კანონის გამკაცრება საჭიროა, ოღონდ ყველასთვის, რაც რეგიონში თითქმის წარმოუდგენელია.

“ნარკოტიკების შემომტანებსა და მათ “კრიშებს” შეეხებათ სასჯელი? - რა თქმა უნდა, არა. ისინი ხომ მაღალჩინოსნები არიან და თავიანთ თავს ხომ არ დასჯიან? ნაცნობობა და ჩაწყობა, გავლენების გამოყენება და უდანაშაულო უპატრონოების გაწირვა, ჩვეულებრივი გახდება... ისევე, როგორც ეს იყო, ავადსახსენებელი საბჭოთა რეჟიმის დროს. გილოცავთ, ჩვენმა ხელისუფლებამ კომუნიზმი დააბრუნა, თავისი სიმახინჯეებით!" - წერს ნატალი ჩამბა.

კიდევ ერთი აფხაზის თქმით, - “პატრონიანებს ახლა შეუძლიათ ფრთები გაშალონ და რაც უნდათ ის აკეთონ, მათ მაინც არავინ დასჯის... ასე რომ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ლინჩის წესით გასამართლების შემოღებამდე. თუ უკან დაბრუნებაა, ბარემ ღირსეული იყოს, ჩვენში ხომ ხალხი უფრო სამართლიანია, ვიდრე კანონი..." - წერს ვერა ფიფია.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი