"ჯგუფს, რომელიც ახლა საპარლამენტო ცხოვრებას უზრუნველყოფს, არათუ სახელმწიფოს მართვას, მე ორ ბატსაც არ ჩავაბარებდი"

"ჯგუფს, რომელიც ახლა საპარლამენტო ცხოვრებას უზრუნველყოფს, არათუ სახელმწიფოს მართვას, მე ორ ბატსაც არ ჩავაბარებდი"

„ქართულ ოცნებას“ არ აქვს იმის უნარი, რომ დაიშალოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განუცხადა.

ხუხაშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ვიწრო ჯგუფმა მოახდინა საპარლამენტო ცხოვრების უზურპაცია და დანარჩენი დეპუტატების ჩართულობა დაბალია, ამიტომ ისინი ცდილობენ ივანიშვილზე აპელირებას, რომ მან გადაჯგუფება მოახდინოს.

„პარტია ძალიან ეკლექტურია და პრაქტიკულად არაფერი აერთიანებთ - არც მსოფლმხედველობა, არც ფასეულობათა სისტემა. შესაბამისად, ეს წინააღმდეგობები შიგნით არაერთხელ გამოვლენილა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არავის აქვს საკუთარი პოლიტიკური თამაშის წამოწყების უნარი, ეს არ გადადის სერიოზულ კრიზისში, რომელმაც შეიძლება მთლიანად პარტიას შეუქმნას საფრთხე. მათი გამაერთიანებელი არის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, რომლის რესურსებზე დგას პრაქტიკულად ყველა. ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის ბრძოლა შიდა დომინირებისთვის. შიდა დომინირებისთვის ბრძოლის ერთადერთი ტექნოლოგია და მეთოდი კი არის ბიძინა ივანიშვილზე აპელირება. ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელი ჯგუფი არის უფრო დაწინაურებული და რომელი ჯგუფი გადადის უკანა პლანზე“, - განაცხადა ხუხაშვილმა და დასძინა, რომ ის ასეთ გადაჯგუფებას ეთანხმება.

მისივე თქმით, ის ჯგუფი, რომელიც ახლა საპარლამენტო ცხოვრებას უზრუნველყოფს, არანაირი კრიტერიუმით არ აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს.

„ამ ჯგუფმა ფაქტობრივად, მოახდინა საპარლამენტო ცხოვრების უზურპაცია. დანარჩენი დეპუტაციის ჩართულობა არის დაბალი და დღეს მიდის ბრძოლა იმისათვის, რომ საპარლამენტო ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახდეს, ანუ ყველას ჰქონდეს ტორტის თავისი ნაჭერი. ახლა აპელირებაა ბიძინა ივანიშვილზე, რომ მან მოახდინოს გადალაგება და რესტრუქტურიზაცია, რაც მისასალმებელია, ვინაიდან ამ ახალგაზრდების ჯგუფის ამბიციები სახიფათოა არა მხოლოდ ამ პარტიისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის, მითუმეტეს, რომ არათუ სახელმწიფოს მართვას, მე მაგალითად ამ ადამიანებს ორ ბატსაც არ ჩავაბარებდი“, - დასძინა გია ხუხაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები