ტერორისტი, რომელიც პრინც ჯორჯზე თავდასხმას გეგმავდა, თანამესაკნეებმა დაჭრეს

ტერორისტი, რომელიც პრინც ჯორჯზე თავდასხმას გეგმავდა, თანამესაკნეებმა დაჭრეს

„ისლამური სახელმწიფოს“ თანამოაზრე ჰუსნაინ რაშიდს, რომელიც პრინც ჯორჯზე თავდასხმას გეგმავდა, მანჩესტერში მდებარე ციხეში თანამესაკნეებმა სცემეს, ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს.

თავდამსხმელმა 32 წლის ტერორისტი კბილის ჯაგრისზე დამაგრებული სამართებლით დაჭრა.

თვითმხილველების თქმით, რაშიდს ჭრილობა მარჯვენა ყურზე აქვს მიყენებული.

„მთელი საკანი სისხლით იყო მოსვრილი. ის არავის მოსწონს, რაშიდის მუქარა პატარა პრინცის მიმართ საზიზღრობაა, ასეთ რამეს ციხეში არავის ვპატიობთ,“ - განუცხადა The Star-ს საპყრობილეში მყოფმა წყარომ.

რაშიდი, რომელიც პატიმრობაში 25 წელს გაატარებს, სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში წერდა გეგმების შესახებ, როგორ უნდა დასხმოდნენ თავს სამეფო კარის მცირეწლოვან მემკვიდრეს სკოლაში.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე