ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

30 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში, ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 1-ელ აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 29-31 გრადუსი იქნება, დაბლობ რაიონებში 31-36 გრადუსი, ხოლო მთიან რაიონებში 32-37 გრადუსამდე სიცხეა მოსალოდნელი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 30-31 ივლისს, ბარში 34-39 გრადუსამდე დაფიქსირდება, მთიან რაიონებში კი - 32-37 გრადუსი იქნება.

სინპოტიკოსების ცნობით, 2-4 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის შემცირება და ხანმოკლე წვიმა- ელჭექით. „საქართველოში ჰაერის ტემპერატურის შემცირება 2-3 აგვისტოს იქნება შესამჩნევი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა შესაძლებელია იყოს 28-30 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - 30-35 გრადუსი“ , - აღნიშნა დოდო გვაზავამ.

მისივე ინფორმაციით, 2-4 აგვისტოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშია მოსალოდნელი. დოდო გვაზავას ინფორმაციით, 1-ელ აგვისტომდე დედაქალაქში ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

„29-31 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 37-38 გრადუსამდე იქნება. 2-3 აგვისტოს თბილისში მოსალოდნელია 34 გრადუსი და ხანმოკლე წვიმა ელჭექით“, - განმარტა დოდო გვაზავამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ