ავტორი:

კადიროვი პუტინისგან ახალი პროექტის დაფინანსებას ითხოვს - "ფინანსური პროექტები უსიტყვო მორჩილების სანაცვლოდ"

კადიროვი პუტინისგან ახალი პროექტის დაფინანსებას ითხოვს - "ფინანსური პროექტები უსიტყვო მორჩილების სანაცვლოდ"

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა რუსეთის პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, კრასნოდარსა და გროზნოს შორის, მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო მაგისტრალი ააშენოს. წინასწარი ინფორმაციით, პროექტი დაახლოებით 1,3 ტრილიონი რუბლი დაჯდება. ამის შესახებ, ინფორმაციას Ekhokavkaza.com ავრცელებს.

კადიროვის თქმით, ის ამ პროექტის განხორციელებაში თავადაც ჩაერთვება. ჩეჩნეთის ლიდერი სურვილს გამოთქვამს, მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო პროექტი ტრანსკავკასიური მაგისტრალის პროექტის ფარგლებში განხორციელდეს, რომლის დასრულებაც 2025 წლისთვის არის დაგეგმილი. ამის ფარგლებში უკვე 9 დაწყებული პროექტია, მათ შორის, მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო მაგისტრალი, რომელმაც მოსკოვი და ადლერი უნდა შეაერთოს.

ვლადიმირ პუტინმა ეს წინანადება განსახილველად ეკონომიკის განვითარების მინისტრს, მაქსიმ ორეშკინს წარუდგინა. რუსეთის დუმის წარმომედგენელმა, ალან ლუშნიკოვმა განმარტა, რომ ეს არის რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი - მახაჩყალა, გროზნო, სტრავროპოლი, დონის როსტოვი - მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა, რომელიც საკმაოდ დინამიურად ვითარდება, ამიტომ იქ მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო მაგისტრალის აშენება, შესაძლოა, ინფრასტრუქტურის სტრატეგიული განვითარებისთვის ძალზედ ეფექტური აღმოჩნდეს. ეკონომისტების მოსაზრებით, ეს პროექტი არასრულყოფილია და შესაბამისად, ვერც შედეგს მოიტანს. ამიტომ არც ღირს მისი წამოწყება, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. კერძოდ, "გროზნო არ არის ისეთი მსხვილი ცენტრი ეკონომიკური თვალსაზრისით, რომ დიდი საქმიანი აქტივობები გენერირდებოდეს. ამიტომაც, მას ჩვეულებრივი სამარშტურო საგზაო დანიშნულება ექნება და ვერასდროს ამოიღებს იმ თანხას, რაც მის მშენებლობაში უნდა ჩაიდოს", - წერს პოლიტოლოგი ნიკოლაი სილაევი.

მისივე თქმით, რუსეთში არის უამრავი მართლაც ძალზე მნიშვნელოვანი პრობლემა, მათ შორის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული კუთხით, რომლის მოგვარებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"მაგალითად, 2011 წელს, ვლადიმირ პუტინის პრემიერ-მინისტრობის დროს დადებული პირობა, რომ მოსკოვს, ყაზანს, სამარასა და ულიანოვსკის შორის მაღალსიჩქარიანი მაგისტრალები აშენდებოდა, თუმცა, ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა. პროექტის ფარგლებში მხოლოდ სანკტ-პეტერბურგსა და ნიჟნ-ნოვგოროდის დამაკავშირებელი მაგისტრალები აშენდა, არადა, თანხა სრულიად გადაირიცხა", - წერს პოლიტოლოგი, რომლის თქმითაც ახლა რუსეთს არ აქვს იმის შესაძლებლობა, კადიროვის ამბიციებს ხორცი შეასხას.

რუსი ეკონომისტების მოსაზრებით, ეს ყველაფერი იმით აიხსნება, რომ ჩრდილოეთ კავკასიამ ბოლო წლებში ძალიან დიდი სახელმწიფო ინვესტიციები მიიღო და, როგორც ჩანს, კადიროვს "მადა ჭამაში მოუვიდა".

РБК-ს კვლევის თანახმად, 2007-დან 2015 წლამდე ჩეჩნეთი, დოტაციული რეგიონის სამეულში შედიოდა და ამ დროის განმავლობაში, კადიროვის ხელმძღვანელობამ 539 მილიარდი რუბლის სუბსიდია მიიღო. მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში, გროზნომ 40,4 მილიარდი რუბლი მიიღო, თუმცა, რესპუბლიკაში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები უცვლელი რჩება.

საქმე ის არის, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონების ხელმძღვანელობა ახალი პროექტების დაფინანსებას არც ისე იშვიათად ითხოვს. მაგალითად, დაღესტნის ლიდერი რამზან აბდულატიპოვი მახაჭყალაში ახალი პორტის აშენებას ითხოვდა და თანხის მიღებას ჩინეთიდან ელოდა, არადა, ეკონომისტების თქმით, იქ ასეთი პორტის აშენების აუცილებლობა არ არსებობს.

"მაშინ, როდესაც ქვეყანაში ისეთი პრობლემებია, რომ საპენსიო ასაკის გაზრდა გახდა საჭირო, სოციალური ფონი მართლაც ძალიან დამძიმდა და ამ დროს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება, პირადი ურთიერთობებზე დამყარებული სუბიექტური გადაწყვეტილება იქნება", - აცხადებს ექსპერტი ალექსეი ბეზბოროდოვი.

კადიროვის თქმით, ამ ხიდის აშენება აუცილებელია, რადგან დასვენების დღეებში გროზნოს ნახვა რუსეთის სხვა ქალაქებში ჩამოსულ ტურისტებსაც შეეძლებათ, რომლებიც ჩქაროსნული მატარებლით მგზავრობისას მაინც ფერხდებიან. რუსი დეპუტატები კოლეგების გამოცდილებიდან გამომდინარე კადიროვის ლანძღვას მაინც ერიდებიან. რუსული მედია კი წერს, რომ "პუტინის თქმით, კადიროვი მას შვილივით ჰყავს და არ არის გამორიცხული, რომ უსიტყვო მორჩილების სანაცვლოდ, ეს ფინანსური პროექტიც მიიღოს, რადგან ასე ხდებოდა წლების განმავლობაში".

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე