"თუ ხელისუფლება ერთ მატყუარა ტელევიზიას ორი მატყუარა ტელევიზიით შეებრძოლება, მივიღებთ ტყუილს კუბში" - დავით უსუფაშვილი

"თუ ხელისუფლება ერთ მატყუარა ტელევიზიას ორი მატყუარა ტელევიზიით შეებრძოლება, მივიღებთ ტყუილს კუბში" - დავით უსუფაშვილი

"ორწლიანი დუმილის შემდეგ საჯარო სივრცეში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი დაღლილი მომეჩვენა, თითქოს ექვსწლიანი პოლიტიკური ეპოპეით დამძიმებულია და გამოსავალს ეძებს, თუმცა როგორც პარტიაში, ისე მის გარეთ არსებულ პრობლემებთან ისევ მარტოა და კვლავ ვერ წარმოუდგენია სხვების დახმარებით ამ სირთულეების გადალახვა" - ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საუბრობს.

მისივე თქმით, ივანიშვილი კარგად ხვდება, რომ რეალურად სისტემურ პრობლემებთან აქვს საქმე და საკონსტიტუციო უმრავლესობამაც ქვეყანა წინ კი არ წაიყვანა, უკან დახია.

"თქვა კიდეც, ევროპაში საკონსტიტუციო უმრავლესობას ველურობად აღიქვამენო. დიახ, ასეა და ამიტომაც გვქონდა პრეტენზია "ნაციონალურ მოძრაობასთან", რომელიც პარლამენტს, ადგილობრივ ხელისუფლებასა თუ საჯარო სექტორში არსებულ ნებისმიერ რგოლს სრულად აკონტროლებდა. ასეთ რთულ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი გვრჩება - მრავალპარტიული პოლიტიკური სივრცე, სადაც ყველაფერი მხოლოდ ბიძინაზე ან ბახტაძეზე თუ ვინმე სხვაზე კი არ იქნება ჩამოკიდებული, პასუხისმგებლობა სხვადასხვა ძალაზე გადანაწილდება" - ამბობს უსუფაშვილი.

- არსებობს კი დღეს მმართველ გუნდში მრავალპარტიულობის სურვილი ან საერთოდ, რომელმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა შექმნან დღეს მრავალპარტიული პოლიტიკური სივრცე და საზოგადოების ნდობაც მოიპოვონ?

- სანამ ბიძინა ივანიშვილს "ქართული ოცნება" თავის სათბურში თბილად ჰყავს შეფარებული, სასუქს უყრის და წყალს ასმევს, პარტია არსებობის ნიშანწყალს ვერასდროს გამოავლენს, თუმცა აუცილებლად მოვა დრო და გარწმუნებთ, ეს გარდაუვალია, როდესაც "ქართულ ოცნებას" სათბურიდან გამოსვლა და ბუნებრივ პირობებში არსებობის გაგრძელება მოუწევს.

- რას გულისხმობთ, პარტიის რამდენიმე ძალად დაშლას თუ უახლოეს მომავალში "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან წასვლას?

- ფაქტია, ბიძინა ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ხელისუფლებაში 2030 წლამდე იქნება, რისთვისაც ადამიანური რესურსიც სჭირდება, "ქართული ოცნების" წევრები კი ივანიშვილს ეუბნებიან, აგერ ვართ და მოგვიხმარეო.

სწორედ ასეთი არაჯანსაღი პოლიტიკური სისტემაა დასანგრევი და იცით, როგორ? ყველა უკანონო ფინანსური არხი უნდა გადაიკეტოს და ივანიშვილმაც გაიაზროს, რომ "ოცნების" ბიუჯეტი და მისი პერსონალური სიმდიდრე ერთი და იგივე არ არის. მენტალურად უნდა შეიცვალოს მიდგომა, რომ ივანიშვილი ყოველთვის გადაიხდის იმდენს, რამდენიც "ქართული ოცნების" გასამარჯვებლად იქნება საჭირო.

კეთილ ინებონ "ქართული ოცნების" წევრებმა, თავი მოიქექონ და საზოგადოებაში ავტორიტეტი ივანიშვილის ფინანსური რესურსის გარეშე მოიპოვონ. ამ მხრივ პრობლემა გახდა ხელისუფლების მიდგომა მედიასაშუალებებისადმიც - ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დავინახოთ, რომ თუ "რუსთავი 2" სიცრუის მანქანაა, მას სხვა სიცრუის მანქანით ვერასდროს დაამარცხებ? პირიქით, უარეს შედეგამდე მივედით და ორი სიცრუის მანქანა შეგვრჩა ხელში. თუ ხელისუფლება ერთ მატყუარა ტელევიზიას ორი მატყუარა ტელევიზიით შეებრძოლება, მივიღებთ ტყუილს კუბში. პრობლემაა ადმინისტრაციული რესურსიც - სუს-მა და სხვა ამ ტიპის უწყებებმა არ უნდა ჩათვალონ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზეც საქმე მათი "მოსაგვარებელია".

წაიკითხეთ ვრცლად საიტზე ან "კვირის პალიტრის" 30 ივლისის ნომერში

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები