"ყველაფერი უბედურება მაგათი გაკეთებულია... ჰგონიათ, ხალხს დაავიწყდება" - ვაშაძის განცხადებამ, შესაძლოა "ნაციონალები" და „ევროპული საქართველო“ დააპირისპიროს

"ყველაფერი უბედურება მაგათი გაკეთებულია... ჰგონიათ, ხალხს დაავიწყდება" - ვაშაძის განცხადებამ, შესაძლოა "ნაციონალები" და „ევროპული საქართველო“ დააპირისპიროს

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადება, შესაძლოა, ყოფილ და „მოქმედ“ “ნაციონალებს“ შორის დაპირისპირების საგანი გახდეს.

საქმე ეხება 10 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი გაერთიანების - „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატის კომენტარს, რომელიც მან კახეთში, სოფელ ხოდაშენში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრის დროს გააკეთა. ვაშაძემ „ევროპული საქართველო“ გააკრიტიკა და "ქართულ ოცნებასთან" გარიგებაში დაადანაშაულა:

"შარშან ადგილობრივ არჩევნებში მომიწია მონაწილეობის მიღება ქუთაისში. აი, იმდენი ფული დახარჯეს, ისე გააყალბეს... მაგრამ, აღარც ვიცი რა ვუთხრა, ახლა ძალიან ევროპულ საქართველოს რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება რომ მაგათი გაკეთებულია და მერე გავიდნენ პარტიიდან და ჰგონიათ, ხალხს დაავიწყდება ეს უბედურება ვისი გაკეთებული იყო, ის შეცდომები და დანაშაულებები...

ეგენი და ქართული ოცნება, მაგათმა ფული დაახარჯეს... მაინც ვერ აიცილეს თავიდან მეორე ტური და მაინც მოვიგებდით, უბრალოდ ისე გააყალბეს, რომ ამ კლოუნადაში მონაწილეობის მიღება უკვე შეუძლებელი იყო“ - განაცხადა ვაშაძემ სოფელ ხოდაშენში ადგილობრივებთან შეხვედრისას.

10 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატის კრიტიკულ კომენტარს უკვე მოყვა განხილვა სოციალურ ქსელში. ინტერნეტმომხმარებლებმა ის შეთანხმებაც გაიხსენეს, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ ივლისის დასაწყისში ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ ჯოზეფ დოულთან ერთად დადეს. 3-პუნქტიანი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი საარჩევნო კამპანიის დროს ერთმანეთზე შეტევისა და კრიტიკისგან თავის შეკავება იყო.

ვაშაძის განცხადებას „ფეისბუქის“ პირადი გვერდიდან ეხმაურება „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი. „ფანფარონმა გაასხა“ - წერს ჩერგოლეიშვილი და ინტერესდება, რომელ დანაშაულებებზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი:

„ჟურნალისტებთან თხოვნა მექნება, ამ მამაკაცს (გრიგოლ ვაშაძეს) ჩამოათვლევინოთ კონკრეტულად რა “დაუვიწყარ უბედურებებს” გულისხმობს:

“მაგრამ ამ, არც ვიცი რა ვუთხრა, ახლა ძალიან ევროპულ საქართველოს რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება რომ მაგათი გაკეთებულია და მერე გავიდნენ პარტიიდან და ჰგონიათ, ხალხს დაავიწყდება ეს უბედურება ვისი გაკეთებული იყო, ის შეცდომები და დანაშაულები.”

1) ომი? 2) 7 ნოემბერი? 3) პატიმრებთან არაადამიანური მოპყრობა? 4) კერძო საკუთრების ხელყოფა? 5) ტვ იმედის დარბევა? 6) რუსული პასპორტი შეგანახინეს მანამდე, სანამ რუსებმა თავად არ წაგართვეს?

კონკრეტულად ვის ადანაშაულებს, ეგეც თქვას. მიშა სააკაშვილის როლი როგორია ამ მოვლენებში - ეგეც დააზუსტოს. ცხადია, ჩვენც არ დავაკლებთ მცდელობას რომ პასუხები მივიღოთ. გრიგოლ ვაშაძე, მოგვიყევით უფრო კონკრეტულად“ - წერს ჩერგოლეიშვილი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები