ჰარისა და უილიამის შვილებს სხვადასხვა გვარი ექნებათ

ჰარისა და უილიამის შვილებს სხვადასხვა გვარი ექნებათ

პრინცი უილიამისა და პრინცი ჰარის შვილებს ერთი და იგივე გვარი არ ექნებათ. Hello წერს, რომ უილიამისა და ქეით მიდლტონის შვილების - პრინცი ჯორჯის, პრინცესა შარლოტასა და პრინცი ლუის გვარი, მამის ტიტულის გათვალისწინებით, კემბრიჯია (პრინცი უილიამი კემბრიჯის ჰერცოგია). შესაბამისად, ჰარისა და მეგან მარკლის შვილები გვარად სასექსები იქნებიან, რადგან ჰარის სასექსის ჰერცოგის ტიტული აქვს.

უილიამი და ჰარი უელსები არიან, ამ გვარით იყვნენ პრინცები დარეგისტრირებულები სკოლაში, უნივერსიტეტსა და ჯარში. არმიაში მსახურობის დროს უილიამი იყო ლეიტენანტი უელსი, ჰარი კი - კაპიტანი უელსი. მათი მამა, ჩარლზი უელსის პრინცია.

უილიამსა და ჰარის ტიტულები, დაქორწინების შემდეგ ბებიამ, დედოფალმა ელისაბედმა მიანიჭა.

სამეფო ოჯახის წევრებს, როგორც წესი, გვარებით არ მოიხსენიებენ, ისინი ცნობილი არიან მხოლოდ სახელითა და ტიტულით. თუმცა, დედოფლის შთამომავლებს შეუძლიათ ისარგებლონ გვარით „მაუნტბატენ - უინძორი“. სამეფო ოჯახის ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 1960 წელს ელისაბედმა და მისმა ქმარმა, პრინცმა ფილიპმა გადაწყვიტეს, რომ შთამომავლები ორივე მათგანის გვარს გამოიყენებდნენ და მაუნტბატენ - უინძორები იქნებოდნენ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე