"არ არის დაინტერესებული გრძელვადიანი პარტიულ-პოლიტიკური საქმიანობით" - უსუფაშვილისა და მარგველაშვილის შეთანხმების დეტალები

"არ არის დაინტერესებული გრძელვადიანი პარტიულ-პოლიტიკური საქმიანობით" - უსუფაშვილისა და მარგველაშვილის შეთანხმების დეტალები

„გიორგი მარგველაშვილი არ არის დაინტერესებული პარტიულ-პოლიტიკური გრძელვადიანი საქმიანობით,“ - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მარგველაშვილმა მისი წინადადება არ მიიღო, უსუფაშვილი თავად მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

„ჩემ მიერ პრეზიდენტისთვის საჯაროდ შეთავაზებული წინადადება გულისხმობდა პოლიტიკური გუნდის ერთად ფორმირებას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე ამა თუ იმ კანდიდატით ერთად გავიდოდა და შემდეგ საპარლამენტო არჩევნებშიც მიაღწევდა წარმატებას. განსჯისა და განხილვის შედეგად, ჩემი და პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა ასეთი შეთანხმებით, რომ მე ვაგრძელებ საპრეზიდენტო საარჩევნო მარათონში მონაწილეობას. ჩემი გადაწყვეტილება არის საბოლოო და სხვა არავის გადაწყვეტილებაზე აღარ არის დამოკიდებული. მე ქართველი ამომრჩეველი ოქტომბერში საარჩევნო ბიულეტენში მიხილავს. ჩვენი შეჯერებული პოზიციის მეორე ნაწილი მდგომარეობს იმაში, რომ გიორგი მარგველაშვილი არ არის დაინტერესებული პარტიულ-პოლიტიკური გრძელვადიანი საქმიანობით. მას ეს მისწრაფება არც უწინ ჰქონია და ამიტომ ამ პროექტში მონაწილეობას არ და ვერ მიიღებს. ის რჩება გულშემატკივრად იმ საქმისა, რომელსაც მე კოლეგებთან ერთად ვაკეთებ, მაგრამ ამ პროცესში თანამონაწილედ არ ერთვება.

მარგველაშვილ-უსუფაშვილი კონკურენტებად - ეს იყო ყველაზე რთულად წარმოსადგენი იმ წრისთვის, ვისთანაც მე მაქვს დღეს კომუნიკაცია. ამიტომ იყო მცდელობა იმისა, რომ ჩვენ ერთად გვეკეთებინა ეს საქმე, მაგრამ ვინაიდან მას პარტიული საქმიანობა არ და ვერ წარმოუდგენია, მე ვიღებ ამ პასუხისმგებლობას, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები