რა ჯდება ღია ცის ქვეშ ქორწილი საქართველოში?

რა ჯდება ღია ცის ქვეშ ქორწილი საქართველოში?

ქორწინება წყვილისთვის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ამიტომ ყველა ცდილობს, ქორწილის დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იყოს. ქორწილის სპეციალისტის მიერ ორგანიზება და დაგეგმვა უცხოეთში მიღებული მეთოდია. თუმცა, ბოლო წლებში საქართველოში ეს ტენდენციაც ფეხს იკიდებს და პოპულარული ხდება.

ამჯერად allnews.ge დაინტერესდა, რა ჯდება თბილისსა და მის შემოგარენში ქორწილის ღია ცის ქვეშ გადახდა.

ერთ-ერთი ქართული კომპანია weddingstory.ge წყვილებს სთავაზობს ხელის მოწერის ცერემონიალს სპეციალური პროგრამით, რომლის ღირებულებაც 800 ლარს შეადგენს. ცერემონიალის ადგილმდებარეობა ლისის მიმდებარე ტერიტორია.

მომსახურებაში შედის დიზაინერის მომსახურება, რომელიც ბაღს, სკამებს, მაგიდას და თაღს გაგიფორმებთ. ცერემონიალზე მაქსიმუმ 80-მდე ადამიანის დასწრება შეიძლება. გარდა ამისა, ამ ფასში შედის ხელნაკეთი აქსესუარები, რომელიც ფოტოსესიისას გამოიყენება. კომპანია ასევე დაგეხმარებათ ცერემონიის მუსიკალური გაფორმების ორგანიზებაში, როგორიცაა დინამიკები და მიკროფონი. ქორწილში ერთ-ერთი მთავარია კარგი წამყვანი, ამიტომ კომპანია ერთ-ერთ თქვენს მეგობარს სწორედ ამისთვის მოამზადებს. იმ შემთხვევაში, თუკი ხელის მოწერის ცერემონიალზე გსურთ, რომ ტკბილეულების მაგიდაც იყოს, დამატებით 200 ლარის გადახდა მოგიწევთ. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი