ივლისის 10 ყველაზე გაყიდვადი წიგნი – „ბიბლუსი“ ახალ რეიტინგს აქვეყნებს

ივლისის 10 ყველაზე გაყიდვადი წიგნი – „ბიბლუსი“ ახალ რეიტინგს აქვეყნებს

წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, რომელიც საქართველოს მასშტაბით 57 მაღაზიას და ასი ათასობით მკითხველს აერთიანებს, ივლისის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. „ბიბლუსის“ სია მხატვრული და საბავშვო ლიტერატურისგან შედგება. თითოეული წიგნი, ივლისის თვის ბესტსელერია.

10 ყველაზე გაყიდვადი წიგნი მხატვრული ლიტერატურიდან

1. მზე მთვარე და პურის ყანა

ცნობილი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა" სათავგადასავლო რომანია, სადაც ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავია აღწერილი. წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

2. აღიარება ხელისგულზე

დებიუტანტი მწერლის თათული ღვინიანიძის რომანი "აღიარება ხელისგულზე" ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტ რადა მოდებაძეზე გიამბობთ. ეს არის რომანი ადამიანურ სისუსტეებზე, შეცდომებზე, ცხოვრების არსის შეცნობაზე, საკუთარი თავისა და "შენი ადამიანის" ძიებაზე.

3. სიყვარულის ორმოცი წესი

თურქი მწერლის ელიფ შაფაქის რომანი "სიყვარულის ორმოცი წესი” დაბეჭდვისთანავე ბესტსელერი გახდა. ეს არის წიგნი, რომელიც თანამედროვე ამერიკელი ქალის ცხოვრებაზე გიამბობთ. აქ ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და აღმოსავლეთი.

4. ნასესხები სიცოცხლე

„ნასესხები სიცოცხლე“ ერიხ მარია რემარკის შეუდარებელი ოსტატობით, არაერთგზის აღწერილი „დაკარგული თაობის“ კიდევ ერთი დიდი და მომნუსხველი გრძნობებით სავსე ტრაგიკული სიყვარულის ამბავია. ეს არის წიგნი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს.

5. აირჩიე სიკეთე-საოცრება

რ.ჯ პალაციოს რომანი „ აირჩიე სიკეთე – საოცრება“ პატარა ავგუსტ პულმანზე გიამბობთ. ის დეფორმირებული სახით დაიბადა. თუ ოდესმე სკოლიდან სკოლაში გადასულხართ, გეცოდინებათ, რა სიძნელეები ელის მას. წიგნში შეიტყობთ თუ როგორ შეხვდებიან ახალი თანაკლასელები და როგორ წარიმართება მისი ახალი ცხოვრება.

6. გროსმაისტერი

სოფო არდიას „გროსმაისტერი“ ერთ ჭკვიან მანიპულატორ ადამიანზეა, რომელიც სხვებით თამაშობდა და თავისი მიზნის მისაღწევად არაფერს იშურებდა. ის ყველაზე ცნობილი იყო იმ დროს, ყველაზე პოპულარული, მაგრამ სინამდვილეში მას მაინც არავინ იცნობდა. წიგნი წაკითხვისთანავე მოგნუსხავთ.

7. სხვა უდაბნოს საიდუმლო

დებიუტანტი მწერლის ია კარგარეთელის „სხვა უდაბნოს საიდუმლო“ ახალგაზრდა ქალზე გიამბობთ, რომელიც ეგვიპტეში მიემგზავრება. უცხო, უჩვეულო და ანდამატივით მიმზიდველი სამყარო მას მოულოდნელობებით ხვდება. მოგზაურობა იქცევა თავბრუდამხვევი, წარმოუდგენელი მოვლენების დინებად, რომელიც ძირფესვიანად ცვლის მის ცხოვრებას.

8. ნუ მოკლავ ჯაფარას

ჰარპერ ლის ერთადერთი რომანი "ნუ მოკლავ ჯაფარას" თავის დროზე სამართლიანად აღიარეს ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად. 6 წლის გოგონას თვალით დანახული მოვლენები მკითხველს ასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.

9. ტურაშვილი - ჯინსების თაობა

დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ რამდენიმე ქართველი ახალგაზრდას შესახებ გიამბობთ, რომლებმაც საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადეს. გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა.

10. აკა - კუპიდონი კრემლის კედელთან

საბჭოთა სისტემის მიერ უგზო-უკვლოდ გამქრალი ქმრისა და სამართლის საძიებლად პირდაპირ სტალინთან მიმავალი ახალგაზრდა ქართველი ქალის დაუჯერებელ ისტორიას აკა მორჩილაძე ენაკვიმატი იმერელი „მკვლევრის“ პირით მოგვითხრობს და სევდანარევი იუმორით აღწერს...

საბავშვო ლიტერატურის სანახავად გადადით ბმულზე: https://www.ambebi.ge/article/226326-10-qvelaze-gaqidvadi-cigni-sabavshvo-literaturidan/

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა