10 ყველაზე გაყიდვადი წიგნი საბავშვო ლიტერატურიდან

10 ყველაზე გაყიდვადი წიგნი საბავშვო ლიტერატურიდან

წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, რომელიც საქართველოს მასშტაბით 57 მაღაზიას და ასი ათასობით მკითხველს აერთიანებს, ივლისის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. „ბიბლუსის“ სია მხატვრული და საბავშვო ლიტერატურისგან შედგება. თითოეული წიგნი, ივლისის თვის ბესტსელერია.

1. წრიპა ბიჭის დღიური

მსოფლიოში ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიურის" 150 მილიონზე მეტი ეგზეპლარია გაყიდული. მთავარი გმირი გრეგ ჰეფლი სკოლაში სწავლობს. იქ ბავშვებს, რომლებსაც ჯერ ტანი არ აუყრიათ, "შკაფებთან" ერთად ამყოფებენ, ისეთ "შკაფებთან" პირის პარსვა დღეში ერთხელ რომ არ ჰყოფნით...

2. წრიპა ბიჭის და შენი დღიური

ჯეფ კინის წიგნში „წრიპა ბიჭის და შენი დღიური“ ბევრ საინტერესო შეკითხვას წააწყდებით. აქ ისეთი გვერდებიც ბევრია, სადაც თქვენი აზრი უნდა ჩაწეროთ. ჰოდა რა გაკლიათ შედევრი შესაქმნელად? არაფერი! რაც გინდათ, დაწერეთ. იცოდეთ, რომ როცა მდიდარი და სახელგანთქმული გახდებით, ეს წიგნი თავისი წონა ოქრო ეღირება.

3. ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი

რატომ აშენებენ ციხესიმაგრეებს ბორცვებზე? საიდან იქმნება ძაბვა? რამხელაა სპილო? ასეთ კითხვებს პატარები ხშირად სვამენ. წიგნში პასუხი ყველა კითხვაზეა გაცემული. მარტივი ამოცანები შემეცნების პროცესს უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდის.

4. ხაზარულა და სხვა მოთხრობები

მოსწავლის ბიბლიოთეკის სერიის წიგნში შესულია ნოდარ დუმბაძის 14 მოთხრობა. პერსონაჟები არიან არა მარტო ადამიანები, არამედ ცხოველები, ფრინველები და მცენარეებიც. აქ წაიკითხავთ, როგორ უმტკიცებს ქუჩის მაწანწალა ძაღლი სიყვარულსა და ერთგულებას თავის გადამრჩენს, როგორ განიცდის ღირსების შელახვას ამაყი მამალი თემურლენგი, ბებერ ვაშლის ხეს კი ყველა სიტყვა ადამიანივით ესმის.

5. დედა მამა რვა ბავშვი და საბარგო მანქანა

ანე-კატარინე ვესტლის ზღაპრები მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბავშვებისთვის საყვარელი საკითხავია დედა, მამა და მათი რვა შვილი ცხოვრობდნენ ნორვეგიის ერთი უშველებელი ქალაქის ცენტრში, ქვითკირის მაღალ სახლში. ოჯახი ხომ ასეთი დიდი იყო, ბინა კი ერთი ციდა ჰქონდათ – სულ ერთი ოთახი და სამზარეულო.

6.ბიბო და სხვა მოთხრობები

რევაზ ინანიშვილის წიგნში გაიცნობთ ოთხი წლის ბიჭუნა ბიბოს, რომელსაც დიდი ადამიანივით აწუხებს საფიქრალ-სადარდელი; შიო პაპას, რომელსაც თავისი სახედარი მსოფლიოს ყველა საუკეთესო ავტომობილს ურჩევნია; თეთრცხვირიან და შავცხვირიან ციყვებს, პატარა მელუკას, რომელსაც საოცარი თავგადასავალი გადახდება.

7. 80 000 კილომეტრი წყალქვეშ

ჯიულ ვერნის წიგნის „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ მთავარი პერსონაჟი პიერ ანორაკი ზღვის საზარელი ურჩხულის საძებნელად მიემგზავრება. თავგადასავალი მაშინ იწყება, როცა ოკეანის ბნელსა და იდუმალ სიღრმეებში შეშლილ კაპიტან ნემოს ჩაუვარდება ტყვედ. წიგნი განკუთვნილია მოსწავლეებისთვის VI - VII კლასიდან.

8. წრიპა ბიჭის დღიური – როდრიკი უბერავს

ჯეფ კინის წიგნი „წრიპა ბიჭის დღიური 2 როდრიკი უბერავს" კიდევ ერთ საინტერესო თავგადასავალზე გიამბობთ. სჯობს საერთოდ არ ჰკითხოთ გრეგს, როგორც გაატარა ზაფხულის არდადეგები, იმიტომ რომ ამაზე ლაპარაკი ესიკვდილება. სკოლაში ახალი სასწავლო წელი იწყება და გრეგს უნდა საერთოდ დაივიწყოს ზაფხულის სამი თვე, განსაკუთრებით კი ერთი ამბავი...თუ რა ამბვია ეს, წიგნში შეიტყობთ.

9. ემილის თავგადასავალი

ლენებერგელი ემილი – ასე ჰქვია ასტრიდ ლინდგრენის ერთ-ერთ გამორჩეულ პერსონაჟს. ეს მხიარული, ონავარი ბიჭუნა მუდამ ფათერაკებში ეხვევა: ხან საწვნეში გაეჭედება თავი, ხან ხურდა ფულს გადაყლაპავს, ხან დაიკო იდას შეღებავს ლურჯად; მის დაგებულ მახეში კი თაგვის ნაცვლად მამა გაებმება. ეს არის წიგნი, რომელიც ყველა ბავშვმა უნდა წაიკითხოს.

10. ბიძია ტომის ქოხი

ჰარიეტ ბიჩერ სტოუს წიგნი „ბიძია ტომის ქოხი“ საუკუნე-ნახევრის წინ დაიწერა. ის ქადაგებს ზნეობის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა თავისუფლება, სიყვარული და სიკეთე. ავტორი ამ ნაწარმოებით პროტესტს უცხადებს მონობას, და საერთოდ, ყოველგვარ ჩაგვრას.

მხატვრული ლიტერატურის სანახავად გადადით ბმულზე: https://www.ambebi.ge/article/226323-ivlisis-10-qvelaze-gaqidvadi-cigni-biblusi-axal-reitings-akveqnebs/

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა