რა გავლენას ახდენს ნაყოფზე თუ მომავალი მამა მარიხუანას (კანაფს) ეწევა - გინეკოლოგის გასათვალისწინებელი რჩევები

რა გავლენას ახდენს ნაყოფზე თუ მომავალი მამა მარიხუანას (კანაფს) ეწევა - გინეკოლოგის გასათვალისწინებელი რჩევები

მარიხუანის (კანაფის) დეკრიმინალიზაციის შემდეგ არაერთი შეკითხვა შემოვიდა რედაქციაში ამ თემაზე. ამჯერად გავიგებთ, სინამდვილეში რამდენად უსაფრთხოა ის ახალშეუღლებული წყვილისთვის, რომელიც შვილის ყოლას გეგმავს, ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს მარიხუანას მოხმარებამ ორსულობისას? ამ თემაზე გვესაუბრება გინეკოლოგი, ნინო წიფურია:

- შეიძლება თუ არა მარიხუანას რეგულარულმა მოხმარებამ გამოიწვიოს უშვილობა?

- ფაქტია და კვლევებით დასტურდება, რომ მარიხუანის რეგულარული მოხმარება მამაკაცებში ამცირებს ტესტოსტერონის დონეს, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმისთვის. მარიხუანის ხშირმა მოხმარებამ მოზარდებში შესაძლოა გამოიწვიოს სქესობრივი ფუნქციების მოშლა. არის შემთხვევები, როდესაც სპერმატოზოიდების რაოდენობა მცირდება და იმატებს მასში ანორმალური უჯრედები. ქალბატონების შემთხვევაში მარიხუანა იმდენად მოქმედებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, რომ შესაძლოა გამოიწვიოს ოვულაციის დარღვევა, განაყოფიერების შესაძლებლობის შემცირება. მარიხუანას მოხმარება ახალგაზრდებისთვის შესაძლოა წუთიერ სიამოვნებას უკავშირდებოდეს, მაგრამ აუცილებელია დავფიქრდეთ შედეგებზე, რომელსაც მარიხუანის ხშირი მოხმარება იწვევს.

- თუ ერთი ან ორივე მშობელი მოიხმარს მარიხუანას, რამდენად შეიძლება იმოქმედოს ამ ფაქტმა ნაყოფზე?

- რა თქმა უნდა, მარიხუანამ შეიძლება ძალიან ცუდი ზემოქმედება მოახდინოს ნაყოფზე ორსულობის პერიოდშიც და შემდეგაც...განაგრძეთ კითხვა

"საქართველოში კორონავირუსის პირველი ტალღა პრაქტიკულად, არ ყოფილა" - პაატა იმნაძე

ახალციხეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

"სლოგანი უნდა შემოვიღოთ - "დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც მკურნალობა სჭირდება" - ლევან რატიანი