"დადგინდა, რომ მას შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან" - რა კითხვებს უპასუხეს გახარიამ და შოთაძემ მირზა სუბელიანის შვილთან დაკავშირებით

"დადგინდა, რომ მას შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან" - რა კითხვებს უპასუხეს გახარიამ და შოთაძემ მირზა სუბელიანის შვილთან დაკავშირებით

ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან, - ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარ საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის კითხვის პასუხად განაცხადა.

სერგი კაპანაძემ ყოფილ მთავარ პროკურორს იმის თაობაზე დაუსვა შეკითხვა, შესრულებულად თვლის თუ არა იგი მის მიერ გაცემულ დავალებას, მიუხედავად იმისა, რომ არ იქნა ჩატარებული რიგი საგამოძიებო მოქმედებები.

„საქმის მასალებით დგინდება, რომ არ იქნა ამოღებული მირზა სუბელიანის შვილის ტელეფონი, არ იქნა ამოღებული მიმოწერა, არ იქნა გაჩხრეკილი სახლი, სუბელიანი არ იქნა დაკითხული, სუბელიანის მეუღლე არ იქნა დაკითხული, მ.კ.-ს სახლი არ იქნა გაჩხრეკილი, მისი ტანსაცმელი არ იქნა ამოღებული, მისი მიმოწერა არ იქნა ამოღებული და ა.შ. ფაქტია, რომ არ განხორციელებულა ეს 10-12 მოქმედება. თქვენ რომ დავალება გაეცით, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ყოფილიყო ჩატარებული იმის დასადგენად, თუ რა კავშირი ჰქონდათ მომხდართან თქვენი თანამშრომლის (მირზა სუბელიანის) შვილსა და მის ნათესავს, ამ გადასახედიდან როგორ თვლით, შესრულდა თქვენი დავალება თუ არა?“ - ამ კითხვით მიმართა კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ ირაკლი შოთაძეს.

შოთაძემ, თავის მხრივ, კომისიის თავმჯდომარეს უპასუხა, რომ ის დავალებას შესრულებულად მიიჩნევს.

„მე ვთვლი, რომ მივიღე სრული ინფორმაცია მკვლელობაში მირზა სუბელიანის შვილის შესაძლო მონაწილეობის შესახებ. შესაბამისად, ჩემი დავალება შესრულებულია, მე რაც მაინტერესებდა კონკრეტულ ფაქტთან დაკავშრებით, ეს გავიგე. ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ოთარ კახიძე დაინტერესდა თვლიდნენ თუ არა გიროგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომ დასაწყებია გამოძიება, რომელმაც უნდა შეისწავლოს მირზა სუბელიანი ხომ არ იყენებდა სამსახურეობრივ მდგომარეობას ან პირად ნაცნობობას იმისთვის, რომ ხელი შეეშალა გამოძიებისთვის.

„ძალიან თეორიული შეკითხვაა და თეორიულ პასუხს გაგცემთ. იმისთვის, რომ თქვენს თეორიულ შეკითხვაზე რაიმე პასუხი მივიღოთ, პირველ რიგში უნდა დავადგინოთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საბოლოო შედეგთან. რეალურად, მირზა სუბელიანი, მისი შვილი და მისი ნათესავები არიან ერთეულები იმ მცირეოდენ ადამიანებს შორის, ვინც მაშინაც თანამშრომლობდა გამოძიებასთან და დღესაც თანამშრომლობს. რეალურად, დაველოდებით კომისიის დასრულებას, რომლის ძირითადი მიზანიც არის, რომ გამოვავლინოთ ის შესაძლო პროცედურული დარღვევები, ან უფლებამოსილების გადამეტება და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ თქვენთან ერთად ამ საქმეზე. ამ ეტაპზე ვთვლი, რომ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, ის არის დაკავებული და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ თუ გამოვლინდა დამატებითი ფაქტორები, ბრალის კვალიფიკაცია შეიცვალოს. ველოდებით თქვენს დასკვნას, ამისთვის ხართ შექმნილი“, - განაცხადა გახარიამ.

აღნიშნულ კითხვაზე ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემაც უპასუხა.

„ფაქტობრივი გარემოებები შეფასებულია, ის გამოძიება, რაც მირზა სუბელიანის მიმართ უნდა დაწყებულიყო, დაწყებულია. იმაზე, რა შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტიც შეიძლება ყოფილიყო ჩადენილი, სისხლის სამართლებრივი დევნა არის დაწყებული და სხვა რაიმე ფაქტზე რომ ყოფილიყო გამოძიება დასაწყები, დაიწყებოდა. ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც უნდა ჩატარებულიყო, ჩატარდა“, - აღნიშნა შოთაძემ.

1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შს მინისტრ გიორგი გახარიას და ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ