"ზომბი ბიჭი" - მოდელი, რომელსაც სხეული ტატუებით ჰქონდა დაფარული, გარდაცვლილი იპოვეს

"ზომბი ბიჭი" - მოდელი, რომელსაც სხეული ტატუებით ჰქონდა დაფარული, გარდაცვლილი იპოვეს

მოდელი რიკ ჯენესტი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მომღერალმა ლეიდი გაგამ დაწერა.

რიკს ტატუებით დაფარული სხეულის გამო „ზომბი ბიჭის“ სახელით იცნობდნენ. სახეზე მას თავის ქალა ჰქონდა ამოსვრინგებული. მოდელი კანადაში, მონრეალში საკუთარ სახლში იპოვეს, სავარაუდოდ, მან თავი მოიკლა.

რიკი ლედი გაგას ვიდეოში Born This Way 2011 წელს გამოჩნდა. მომღერალი ამბობს, რომ ზომბი ბიჭის გარდაცვალება მისთვის ძალიან მძიმეა. ამასთან, გაგა წერს, რომ აუცილებელია მეტი მუშაობა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სტიგმას მოხსნისთვის.

„თუ ცუდად ხარ, დაურეკე მეგობარს, ან ოჯახის წევრს. ერთმანეთი უნდა გადავარჩინოთ“ - აღნიშნავს მომღერალი.

რიკი ფრანგული მოდის დიზაინერთან Thierry Mugler თანამშრომლობდა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ