თავდასხმა ავღანეთში, უცხოელი სამხედროების კოლონასთან - გარდაცვლილია "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის 3 წევრი

თავდასხმა ავღანეთში, უცხოელი სამხედროების კოლონასთან - გარდაცვლილია "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის 3 წევრი

ავღანეთის აღმოსავლეთში, ფარვანის პროვინციაში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის 3 წევრი დაიღუპა. ამის შესახებ მისიის ოფიციალური საიტი იტყობინება.

"5 აგვისტოს ავღანეთის აღმოსავლეთში ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებთან ერთად პატრულირების დროს თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის 3 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა", - ნათქვამია განცხადებაში.

აფეთქების შედეგად ასევე დაშავდა მისიის კიდევ ერთი ამერიკელი წევრი და ორი ავღანელი სამხედრო. დაღუპულთა მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?