ავღანეთში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ქართველი სამხედროები არ არიან

ავღანეთში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ქართველი სამხედროები არ არიან

ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ქართველი სამხედროები არ არიან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების განმარტებით, ქართველი სამხედროები, ფარვანის პროვინციაში იმყოფებიან, თუმცა აფეთქება ჩეხი სამხედროების სექტორში მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთის აღმოსავლეთში, ფარვანის პროვინციაში, თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის 3 წევრი დაიღუპა. აფეთქების შედეგად ასევე დაშავდა მისიის კიდევ ერთი ამერიკელი წევრი და ორი ავღანელი სამხედრო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი