"წელს გვისრულდება შეუღლებიდან ათი ათასი დღე და ღამე და ამდენი წლის განმავლობაში არასოდეს გვიჩხუბია"

"წელს გვისრულდება შეუღლებიდან ათი ათასი დღე და ღამე და ამდენი წლის განმავლობაში არასოდეს გვიჩხუბია"

დათო ტურაშვილს დავურეკე, ინტერვიუზე მინდოდა დამეყოლიებინა, რატომაც არაო, მხოლოდ ერთი პირობით, კითხვები უნდა გადმომიგზავნოო. ეს რომ მითხრა, მაშინღა გამახსენდა ერთ ინტერვიუში რომ თქვა, "იმდენად მიყვარს წერა, რომ ჟურნალისტების შეკითხვებსაც კი წერილობით ვპასუხობ, თანაც კაცობრიობას ჯერ ისეთი დიქტოფონი არ მოუგონია, რომელიც სათქმელს ისე გაშიფრავს, როგორც ამას რესპონდენტიამბობს. ჟურნალისტები კი მიყვარს (როგორც საერთოდ ადამიანები), მაგრამ არ მიყვარს ინტერვიუები, როცა ისეთი შეკითხვებით მომმართავენ, რომ მათ გამო დროის დახარჯვა მკითხველების შეურაცხყოფად მიმაჩნია". მეც მის პირობას დავთანხმდი და კითხვები ელექტრონული ფოსტით გავუგზავნე. ახლა წინ თქვენი საყვარელი მწერლის, დათო ტურაშვილის ხელით დაწერილი ინტერვიუ გიდევთ, სადაც ბავშვობაზე, ოჯახსა და კიდევ ბევრ რამეზე საოცარი გულწრფელობით საუბრობს.

- მოდი, ბავშვობიდან დავიწყოთ.

- ბავშვობაში ისეთი ცელქი ვიყავი, ბებიაჩემი სულ უკუღმართს მეძახდა, მაგრამ რომ გავიზარდე, აღმოვაჩინე, რომ მართლა უკუღმა, ფეხებით დავბადებულვარ... პედაგოგების ოჯახში გავიზარდე და ამიტომაც ჩემი მშობლები არასოდეს ყოფილან მდიდრები და ფასეულობების ჩამოყალიბებაც ადრე დამეწყო, თუმცა, ძირითადად, წიგნების წყალობით და წიგნების კითხვაც ბავშვობიდანვე შემიყვარდა. ისე, ფეხბურთელობაზეც ვოცნებობდი, მაგრამ დედაჩემი წინააღმდეგი იყო (ფეხები ძალიან დაგეღუნებაო) და მეც მოთხრობების წერა დავიწყე.

- თუ ანაწილებთ დროს ისე, რომ იყოთ მწერალი, საზოგადოებრივად აქტიური და ამასთან, კარგი მეოჯახე, მზრუნველი მამა და მეუღლე?

- ადამიანი რაც მეტს შრომობს, უფრო მეტს ასწრებს. დრო იმას არ ჰყოფნის, ვინც არაფერს აკეთებს. ხშირად მომისმენია ჟურნალისტების შეკითხვა, როგორი უნდა იყოს ქალი - დიასახლისი და მეოჯახე, თუ საქმიანი და საზოგადოებრივად აქტიური. ძალიან ხშირად ყველაზე კარგი დიასახლისები სწორედ ის ქალები არიან, რომლებიც პროფესიულად წარმატებული და საზოგადოებრივად აქტიურობით ხასიათდებიან და ასეც რომ არ იყოს, რატომ უნდა უშლიდეს ქალს ოჯახური საზრუნავი პროფესიულ საქმიანობაში ხელს? მით უმეტეს, კაცს წერა რატომ უნდა უშლიდეს ხელს ცოლისა და შვილების სიყვარულში, არ მესმის.

- თქვენი სიტყვებია, "კაცებს, ქალებისგან განსხვავებით, ჭკუა და ასაკი არ ემატებათ", ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობაა, მაგრამ დამოკიდებულება ნამდვილად ჩანს ქალების მიმართ.

- როგორი რთულიც უნდა იყოს ამის აღიარება, მაინც შემიძლია ვთქვა სიმართლე და უკანასკნელი ოცდაშვიდი წლის განმავლობაში (მას შემდეგ, რაც საქართველომ კიდევ ერთხელ აღიდგინა დამოუკიდებლობა), ქალები უფრო მობილურები, მოტივირებულები, კრეატიულები და ენერგიულები აღმოჩნდნენ, ვიდრე კაცები ჩვენს ქვეყანაში. მეტიც, ყოველგვარი პათეტიკისა და გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია იმის თქმაც, რომ სწორედ ქალებმა გადაარჩინეს საქართველო - ძმები, ქმრები, მამები და საერთოდ, ოჯახები. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება