ყაჩაღობისთვის, რომლის დროსაც რამდენიმე ასეული დოლარი, სანადირო თოფი და ოქროს სამკაულები გაიტაცეს, პირს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ყაჩაღობისთვის, რომლის დროსაც რამდენიმე ასეული დოლარი, სანადირო თოფი და ოქროს სამკაულები გაიტაცეს, პირს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული თ.შ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 18 იანვარს თ.შ. და მისი თანამზრახველი, ცეცხლსასროლი იარაღებით შეირაღებული თავს დაესხნენ თერჯოლის რაიონის სოფელ თუზში მცხოვრებ და-ძმის მ.შ.-ს და ლ.შ.-ს ოჯახს, რა დროსაც დაზარალებულები სასტიკად სცემეს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით გაიტაცეს მათი კუთვნილი 280 ლარი და 180 აშშ დოლარი, 350 ლარად ღირებული სანადირო თოფი და 5 380 ლარად ღირებული ოქროს სამკაულები. სამართალდამცველებმა თ.შ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2017 წლის 23 ოქტომბერს ქ.ზესტაფონში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ თ.შ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ