"მოსახლეობის 90%-ს შეიძლება დიდი სურვილი ჰქონდეს ფეხებით ჩამომკიდონ ხეზე, მაგრამ მათ არ აქვთ ამის გაკეთების უფლება ანუ არსებობს უფლებები, რომლებიც დაცულია"

"მოსახლეობის 90%-ს შეიძლება დიდი სურვილი ჰქონდეს ფეხებით ჩამომკიდონ ხეზე, მაგრამ მათ არ აქვთ ამის გაკეთების უფლება ანუ არსებობს უფლებები, რომლებიც დაცულია"

მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და პოლიტიკით დაკავებულ ადამიანს, უფლება მაქვს საჯაროდ გავცე პატრიარქს პასუხი, თუ ის საჯაროდ შემოდის ისეთ თემებში, რომელიც უშუალოდ არ არის ეკლესიის საქმე, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გირჩის" ლიდერი მარიხუანას ლეგალიზაციისადმი პატრიარქის დამოკიდებულებას უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ ილია მეორის ხედვა არის ისეთი, როგორიც იყო საბჭოთა კავშირის ხედვა.

„მგონია, რომ ლიბერალურ-დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ეს გულისხმობს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის 90%-ს შეიძლება დიდი სურვილი ჰქონდეს მე ფეხებით ჩამომკიდონ ხეზე და ისე მომკლან, მათ არ აქვთ ამის გაკეთების უფლება. ანუ, არსებობს რაღაც უფლებები, რომლებიც დაცულია, მიუხედავად იმის, თუ რას ფიქრობს უმრავლესობა. ჩემი აზრით, ასეთია ადამიანის უფლებაც. საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ ეს თქვა, რომ ადამიანის უფლება არის დაცული, ადამიანის თავისუფლების ნაწილი არის ის, რომ თუ ადამიანი თავის ქმედებით ზიანს არ აყენებს სხვას, სახელმწიფის უფლება არ აქვს ჩაერიოს და რაღაც ქმედება აუკრძალოს. ეს თქვა საკონტიტუციომ და ამ პრინციპზე დგას დასავლეთის ცივილიზაცია. რაც შეეხება პატრიარქის განცხადებას, პატრიარქს შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი განცხადება. ცხადია, პატრიარქს და საპატრიარქოსაც შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი პოზიცია ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში, მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და პოლიტიკით დაკავებულ ადამიანს, მაქვს უფლება, საჯაროდ გავცე მას პასუხი, თუ ის საჯაროდ შემოდის ისეთ თემებში, რომელიც უშუალოდ არ არის ეკლესიის საქმე", - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საკვირაო ქადაგებისას მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის მტრობა ჩვენი ერისა“.

წაიკითხეთ ასევე: "ილია მეორე საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ითხოვს" - ზურაბ ჯაფარიძე პატრიარქის კრიტიკას პასუხობს

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები