"ნებისმიერი აგრესია დასჯადი იქნება" - კარასინი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე

"ნებისმიერი აგრესია დასჯადი იქნება" - კარასინი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე

თბილისმა და მსოფლიოს სხვა დედაქალაქებმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მაგალითზე დასკვნა უნდა გააკეთონ, რომ ნებისმიერი აგრესია დასჯადი იქნება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.

„მაშინ მიხეილ სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა და როგორც ეს ყოველთვის ხდება აზარტული და უპასუხისმგებლო ხელმძღვანელების შემთხვევაში, მან წააგო. სამხრეთ ოსეთზე სისხლიანი აგრესიის შედეგად მან მიიღო ახალი რეალობა - ორი ახალგაზრდა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ 2008 წლის 26 აგვისტოს ვაღიარეთ“, - განაცხადა კარასინმა.

მისივე თქმით, ის იმედოვნებს, რომ „თბილისში და მსოფლიოს სხვა დედაქალაქებში დასკვნებს გააკეთებენ იმაზე, თუ რა შედეგები მოჰყვება აგრესიას“. „2008 წლის მოვლენებმა ცხადყო, რომ ნებისმიერი აგრესია დასჯადია, ხოლო ნებისმიერი აგრესიული ქმედებების შედეგად სულ საპირისპირო შედეგები დგება“, - დასძინა მან.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები