პრინცი ჰარი მეგობრის ქორწილში გახეული ფეხსაცმლით მივიდა

პრინცი ჰარი მეგობრის ქორწილში გახეული ფეხსაცმლით მივიდა

გასულ კვირას, დიდი ბრიტანეთის სამეფო წყვილმა - ჰარიმ და მეგანმა მსოფლიო მედიის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრეს მას შემდეგ, რაც პრინცის ბავშვობის მეგობრის - ჩარლი ვან შტრაუბენზეს საქორწილო წვეულებაზე გამოჩნდნენ. იმ დღეს მეგან მარკლი იუბილარი იყო, თუმცა წყვილმა მოიცალა და მეგობარს პირადად მიულოცა დაქორწინება.

თუმცა, ქორწილში პრინც ჰარის ისეთი რამ შეემთხვა, რამაც კრიტიკოსების და მედიის ყურადღება უმალ მიიპყრო. ფოტოებში, სადაც მეგანი და ჰარი ბედნიერად იღიმიან, ყურადღებას სასექსის ჰერცოგის ფეხსაცმელი იქცევს, რომლის ლანჩაც გახეულია.

როგორც ჩანს, სამეფო ოჯახის წევრებსაც აქვთ ამოჩემებული სამოსი, ან უბრალოდ ხშირად არ აქვთ დრო ახალი ფეხსაცმლის შესაძენად. თუმცა, ბრიტანული მედია წერს, რომ როგორც ჩანს, ეს ფეხსაცმელი ჰარის ძალიან უყვარს, რადგან აპრილის თვეშიც ეცვა ერთ-ერთ ღონისძიებაზე და მაშინ გადაღებულ ფოტოებზეც ჩანს გაცრეცილი ძირი.

მაკა ზამბახიძე და მიხეილ ჩოხელი დაქორწინდნენ - ფოტოები ჯვრისწერიდან

"გილოცავთ, თქვენ მოხვდით შოუშიო... სიხარულისგან ვკიოდი!" - რას ყვება 17 წლის მარიამ ჟორდანია, რომელმაც უკრაინულ "ვოისში" ფურორი მოახდინა

„ნიაზ დიასამიძე და 33ა“-ს კონცერტი ‘Silk Factory Studio”-ში 21 თებერვალს ჩატარდება