ედუარდ კოკოითი - არსებობს რეალობა, რომელიც უნდა მიიღო - საქართველომ უნდა აღიაროს დამარცხება

ედუარდ კოკოითი - არსებობს რეალობა, რომელიც უნდა მიიღო - საქართველომ უნდა აღიაროს დამარცხება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი მიიჩნევს, რომ საქართველოს მხრიდან რევანშის მცდელობას ადგილი არ ექნება. ამის შესახებ ედუარდ კოკოითიმ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"არ მჯერა, რომ საქართველო რევანშზე წამოვა. არ მსურს ომი ოსი, აფხაზი, რუსი და ქართველი ხალხისთვის. არსებობს რეალობა, რომელიც უნდა მიიღო. საქართველომ უნდა აღიაროს თავისი დამარცხება და იმედები არ უნდა დაამყარონ იმაზე, რომ რბილი ძალის გამოყენებით ჩვენი სახელმწიფოების განვითარებას საქართველოს მიმართულებით მოაქცევენ. ჩვენ მზად ვართ კეთილმეზობლობისთვის" - განაცხადა ედუარდ კოკოითიმ.

მისივე თქმით, "რესპუბლიკის მთავარი მიღწევა ბოლო ათის წლის განმავლობაში რუსეთის მხრიდან აღიარება იყო".

"ყველაზე მთავარი რუსეთის მხრიდან ჩვენი აღიარებაა. ბევრი რამის აღდგენა შევძელით. თუმცა, ბევრი გამოწვევისთვის მზად არ აღმოვჩნდით. სერიოზულად უნდა მივუდგეთ ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობას, რათა მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ რუსეთი სწორად მოიქცა და ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო", - დასძინა მან.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი