"კარავში შესვლა სექსუალური კონტაქტის დამყარების მიზნით სცადა" - ტობავარჩხილზე დაკავებული მამაკაცი ბრალს აღიარებს

"კარავში შესვლა სექსუალური კონტაქტის დამყარების მიზნით სცადა" - ტობავარჩხილზე დაკავებული მამაკაცი ბრალს აღიარებს

ჩხოროწყუში, ტობავარჩხილზე ტურისტებზე იძულების მცდელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ბრალს აღიარებს. მისი ადვოკატი შოთა ჩიქოვანი იმედოვნებს, რომ ამ გარემოებას მოსამართლე გაითვალისწინებს და პროკურატურასა და დაცვის მხარეს შორის საპროცესო შეთანხმებას დააკმაყოფილებს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მუხურში დაემგზავრა ორ გერმანელ ტურისტს და ლუგელას ხეობისკენ გააცილა. მან კარავში შესვლა სექსუალური კონტაქტის დამყარების მიზნით სცადა, თუმცა ტურისტებმა 112-ში დარეკეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო. დანაშაულს აღიარებს და ინანიებს მომხდარს", - უთხრა ჟურნალისტებს ჩიქოვანმა.

მამაკაცი ტობავარჩხილზე ორი დღის წინ დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე იძულების მცდელობის მუხლითაა აღძრული. სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს

იხილეთ ვიდეო: მამაკაცი, რომელიც ტობავარჩხილზე ტურისტების კარავში შეღწევასა და სექსუალური კონტაქტის დამყარებას ცდილობდა, ციხეში 3 თვეს გაატარებს

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს