"აჭარული ვენეცია" - ფოტოები დატბორილი ბათუმიდან და ქობულეთიდან

"აჭარული ვენეცია" - ფოტოები დატბორილი ბათუმიდან და ქობულეთიდან

საცხოვრებელი სახლებიდან და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები ქობულეთში დასრულებულია, ხოლო ბათუმში ამ დრომდე მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისათვის შესულია 114 შეტყობინება. ქობულეთში კი საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები უკვე დასრულებულია.

ამასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შესულია 40 შეტყობინება. მათივე ცნობით, ქობულეთში წყლის დონემ საგრძნობლად დაიწია.

დატბორილი ბათუმისა და ქობულეთის ფოტოები დილიდან "ფეისბუქზე" ვრცელდება

ნახეთ კადრები ბათუმიდან: "ასეთი რამ არ მინახავს" - ბათუმში წყალდიდობის გამო, ქუჩებში ნავებით გადაადგილდებიან

დატბორილი ქობულეთი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ