რა გავლენას მოახდენს 11 აგვისტოს მზის დაბნელება ზოდიაქოს ნიშნებზე და რომელ კანდიდატს ექნება გამარჯვების შანსი საპრეზიდენტო არჩევნებში

რა გავლენას მოახდენს 11 აგვისტოს მზის დაბნელება ზოდიაქოს ნიშნებზე და რომელ კანდიდატს ექნება გამარჯვების შანსი საპრეზიდენტო არჩევნებში

ასტროლოგი ხათუნა ნოელი 11 აგვისტოს მოსალოდნელ მზის დაბნელებასთან დაკავშირებით ზოდიაქოს ნიშნებს რეკომენდაციებს სთავაზობს და საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატთა ასტროლოგიურ შანსებს განიხილავს:

"დაბნელებებს გააჩნიათ ე. წ. სეზონური ხასიათი, სეზონზე როგორც წესი გვაქვს ერთი მზის და ერთიც მთვარის დაბნელება, იშვიათად ხდება ხოლმე, როდესაც 3 დაბნელება უწევს და აი სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვქონდა ამ ზაფხულს საქმე, მოკლე პერიოდის მანძილზე ერთად თავმოყრილი ამდენი დაძაბული ასტრონომიული მოვლენა, თავისთავად ცხადია, რომ იწვევს სირთულეებს ადამიანების ცხოვრების რიტმში.

საბედნიეროდ, 11 აგვისტოს ბოლო დაბნელებას გავდივართ და ამის შემდეგ ნელ-ნელა დაძაბულობა კლებას დაიწყებს. თუმცა ვინაიდან ჯერ კიდევ გვაქვს დაბნელების შემდგომი 1 კვირიანი რთული პერიოდი გასავლელი, მოდით, ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რას უნდა ველოდეთ და თავდაცვის რა ზომები გვექნება მისაღები. დავიწყოთ იქიდან, რომ ეს მზის დაბნელება მოხდება ლომის ზოდიაქოს მე-19 გრადუსზე. ასტროლოგიაში ზოდიაქალური წრის თვითეულ გრადუსს საკუთარი პლანეტა შეესაბამება. ძალზე ნიშანდობლივია, რომ ამ გრადუსის მმართველი პლანეტა ურანი გახლავთ. მოგახსენებთ თუ რატომაც - ჯერესერთი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაბნელება ლომისა და მერწყულის ღერძზე ხდება, მეორეც არც თუ დიდიხნის წინ ურანი, რომელიც მერწყულს მართავს უკუსვლითი გახდა, და მესამე - დაბნელებას წინ უძღოდა შავი მთვარის მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლაც.

ახლა შევეცადოთ მარტივად და გასაგებად ავხსნათ, თუ რას შეიძლება მოასწავებდეს ასეთი ხაზგასმა მერწყულის თემატიკაზე. თუ გავიხსენებთ რა საკითხები "აბარია"’ მერწყულს, ვფიქრობ ყველაფერი გასაგები გახდება თქვენთვის. უპირველეს ყოვლისა ესაა თავისუფლებასთან დაკავშირებული თემები, ჰუმანიზმი, დემოკრატია, კოლექტივები, საზოგადოებრივი გაერთიანებები. ლომთან კავშირში ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს ინდივიდისა და სოციუმს შორის წარმოქმნილ წინააღმდეგობებს, საკითხი შეიძლება დადგეს ესეც - ჩემი თუ საზოგადოებრივი ინტერესები? ადამიანები, რომლებიც შინაგანად მზად არიან პიროვნული ზრდისთვის საკითხს ცოტა სხვაგვარად დასვამენ - რა შემიძლია მივცე მე ამ ეტაპზე იმ საზოგადოებას, რომელშიც ვცხოვრობ.

მინდა გითხრათ, რომ დაბნელება არასდროსაა იოლი პერიოდი. ამჯერად პრობლემური ხდება არამხოლოდ კოლექტივთან, არამედ შვილებთან ურთიერთობაც. თავაცვის ხერხები ტრადიციულად იგივეა - ნუ წამოიწყებთ ახალ საქმნეებს, ნუ გააკეთებთ მსხვილ შენაძენებს, არ გაემგზავროთ ამ დღეს სადმე შორს, ეცადეთ იყოთ მშვიდ, ჩვეულ ატმოსფეროში, მეტი დრო დაუთმეთ ლოცვას, მედიტაციას, სულიერ პრაქტიკებს, სხვა თუ არაფერი, უსმინეთ მუსიკას ან თუ რეჟიმი ამის საშუალებას გაძლევთ- გამოიძინეთ. არამცდა არამც არ ეცადოთ დაბნელების ყურებას. გახსოვდეთ, რომ ეს ნეგატივის მომტანია ენერგეტიკის დონეზე.

თუმცა, რასაკვირველია, ეს არ შეეხება განურჩევლად ყველას. მათ შორის არც ყველა მერწყულს და ლომს. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც 10-11-12 აგვისტოს არიან დაბადებულები და ასევე მათ, ვინც 6-7-8 თებერვლის პერიოდში მოევლინა ქვეყანას. ასტროლოგიაში უკეთ ჩახედულებს კი შეუძლიათ დამატებით მაჩვენებლებზე შეამოწმონ საკუთარი რუკები და ნახონ, ხომ არ ჰყავთ ე.წ. ფიქსირებულ ჯვარზე - კუროს, მორიელის, ლომის ან მერწყულის მე-19 გრადუსზე პირადი პლანეტები, ასცენდენტი, დესცენდენტი, ზენიტი ან იმუნ ქოელი.

ვინაიდან მზე მამრობითი ენერგეტიკის მატარებელია, ეს დაბნელებაც უფრო ძლიერი სქესის წარმომადგენლებზე იქონიებს გავლენას, ვიდრე ქალბატონებზე. მინდა ისიც დავძინო, რომ ტრადიციული ასტროლოგიის მიხედვით, მზის დაბნელებები უფრო ხელისუფლებაში მყოფ, გავლენიან ადამიანებზე ახდენენ ზემოქმედებას, მაშინ როცა მთვარის დაბნელებები უფრო მეტად უბრალო ხალხზე აისახება ხოლმე. ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესო მეჩვენება მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატების რუკების განხილვა სწორედ ამ ბოლო დაბნელების წერტილთან მიმართებაში.

დავიწყებ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილით, მითუმეტეს, რომ მისი კანდიდატურა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა საკმაოდ ოდიოზური გამოსვლის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ მის პირად რუკაში მარსი დგას კუროს მე-19 გრადუსზე, რომელსაც დაბნელების წერტილი დაძაბულ ასპექტს კვადრატს უკეთებს. როგორც ალბათ ხვდებით, ეს არცთუ ისე კარგია წარმატების მიღწევისათვის და პირიქით ხელისშემშლელ ფაქტორადაც შეიძლება მოვიაზროთ.

ზოგიერთი გამოკითხვის თანახმად ზურაბ ჯაფარიძეს სხვა კანდიდატებთან შედარებით უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვნახოთ მისი რუკა - დაბნელების წერტილი ჰარმონიულ 120 გრადუსიან ასპექტში მოდის მის იუპიტერთან, რომელიც ასტროლოგიაში ჩვენს წარმატებებს განსაზღვრავს ხოლმე.

ვნახოთ გრიგოლ ვაშაძე - დაბნელების წერტილი მის მერკურის უერთდება მხოლოდ, და იუპიტერთან ჰარმონიული ასპექტის მისაწვდენად სულ რამოდენიმე გრადუსი აკლდება, ამ მოცემულობით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვივარაუდოდ, რომ გამოსვლები და დებატები მის ძლიერ მხარეს ვერ დაგვანახებენ წინასაარჩევნოდ.

დავით ბაქრაძესთან მიმართებაში დაბნელების წერტილი ურანთან აკეთებს ჰარმონიულ ასპექტს, ურანი მოგეხსენებათ მოულოდნელობების პლანეტაა და ძნელია ითქვას, რას მოიმოქმედებს, თუმცა როგორც ჩანს ბაქრაძესაც აქვს გარკვეული შანსები.

კიდევ ერთი კანდიდატი ალეკო ელისაშვილია, რომელთანაც ზირითადად ნეგატიური ასპექტები იყრის თავს. რასაკვირველია, არიან სხვა კანდიდატებიც, მაგრამ მათი რეიტინგი საკმაოდ დაბალია და ამიტომ აღარ შევეხები.

მინდა ისიც დავუმატო განმარტების სახით, რომ ეს რაც ახლა მოგახსენეთ არის მხოლოდ პროგნოსტიკის ერთერთი ხერხი. რეალური, საფუძვლიანი პროგნოზისათვის კანდიდატების რუკების რამოდენიმე მეთოდის შეჯერებით სერიოზული ანალიზია საჭირო. თუმცა გარკვეულ სურათს ალბათ უკვე ესეც იძლევა".

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ